ფესვები


ნუ გამაჩერებ 
ახლოს მიწასთან,
იცოდე, ფესვებს
 ვერ გავექცევი!

მერე დამქეჯნის 
სივრცე უმზეო
და შემოდგომა
ფოთლების ცვენით .

დასცხებს კოდალა
დროების ათვლას 
და გულთან აღწევს
შვილდი ისრების .

იქ გულსა ჰქონდა
ფუღურო ძველი, 
ჭიებით სავსე
სამარისებრი-

რომ არვინ არის
ჟამისა ნაცვალ,
მარადისობის
გამომსყიდველი.

რომ დავეხსენი
 სულისა კალთას,
ბაშვი, მტირალი
და ფეხშიშველი.

და დამიპირე
მიბმა ფესვებით-
მიწის არტახებს 
ოდეს ვუძლებდი.

არ მიყოლიო 
მიწასთან ახლოს 
არმინდა ფესვით 
ჭერა უფლების.

მე ფესვებს ვხედავ
როგორც არტახებს,
სამარეს- აკვნად,
ოდეს ვურწევდი.
27.10.2022.
#პოეზია-.#Dorotea.#EkaterineJikia#GeorgianPoetry#DoroteaPoetry

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი (კომენტარები გამორთულია)

© POETRY.GE 2013 - 2026

Facebook Telegram კონტაქტი