ჩემი გემი


მე გეტყვი უტყვად

 სიტყვას- უთქმელს 

და ჰაერს ბგერით ურხევს,

 ღუზასავით მძიმე ოხვრად

 ამოვისუნთქებ!

ფირუზისფერმა ტალღამ

 შლამი ამოზიდა მაღლა,

 მოისხა მხარზე შალად, 

და გზა უკიდეგანო

 მიმოგვალა ნარ-ნარ.

ტყვიასავით მძიმდება.

 ჰაერი ახლა,

ღუზა აგდია დაბლა, 

გემი არ ჩერდება არსად,

 ქარმა აფრა მიიბანტა

 და კვალი, როგორც 

კვამლი მიიფანტა;

 მე სიმსუბუქე 

დამყვება ქართა.

 ახლა, ამ სიჩუმეში,

 აღარაფერი არ სჩანს...

და მე აქ ვარ განა?!

აქ მხოლოდ ღუზა დამრჩა,

 არსად გავჩერდები, არსად.

 ვეღარ ვიპოვი 

ვერსად საბამს.

 ღუზასავით მძიმეს 

ვტოვებ დუმილს,

 შენ გამოიცანი 

შენი გულის

-მე სიტყვა მითქვამს

 შენთვის უთქმელი

 და ჰაერი გამხდარა

 ტყვიასავით ღუზაუძვრელი.

შენს ნავსაყუდელში

 ჩამიწყდა საბამი

 და სიმძიმე დაგიგდე

 ღუზის სადარი;

ეს შენ იდარდე, 

ჩემი გემი

 ახლა სად არის!
#დოროთეა.#პოეზია-.#Dorotea.#EkaterineJikia#თანამედროვე_ქართული_პოეზია

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი (კომენტარები გამორთულია)

© POETRY.GE 2013 - 2026

Facebook Telegram კონტაქტი