ჭორიკანა


წვიმა- ჭორიკანა ქალი,
იდგა ფანჯრის რაფის გვერდით ,
გუშღამ გავატარეთ ერთად,
ამბავი მოვისმინე ბევრი.

ბალახზე გაცვარული დილა
მოვა დაკუჭულ-გასარეცხი -
ახლა ქალაქში ცივა,
ტყვიებს ისვრიან მთებში.

ძლივას შემოვრჩით მიწას,
სანთლებზე არ ჩაგვიქრა ცეცხლი!
ტაძრები გვიცავდნენ მთებზე
ჩამოყრდნობილი მხრებით.

-როგორ არ გყვარობდე, მიწავ,
ჩემი წინაპრების ძვლებით !

მიწის სუნი დააქვს წვიმას ,
ქალაქში კონა -კონა შეკვრით,
მიყვარს მოწყინება დილის
ფიქრებით აღუვსები თქმები.

გახე,დანამცეცებულა ყველა ...
სარეცხი კონწიალობს თეთრი.
იდგა ფანჯრის პირას წვიმა,
ათას სისულელეზე ამბით.

გგონია ვუსმენდი ალბათ,
მაგრამ დახშული ვარ დარდით -
როგორც სათამაშო შუშის,
ახალწლისთვის შენახული ბამბით.

.2020. 6 ოქტომბერი
#დოროთეა.#პოეზია-.#EkaterineJikia#GeorgianPoetry#DoroteaPoetry

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი (კომენტარები გამორთულია)

© POETRY.GE 2013 - 2026

Facebook Telegram კონტაქტი