ძეწნა
უკვე შენდობილი
მარად დანდობილი,
ეს შენ ხარ,
ჩემო ყველავ!
ახლა შესანდობარს
შენზე მე
გულის ჯამით
შევსვამ:
-იყოს
სიყვარული-
მსოფლიო
ხანძრად ჯერ არს!-
ოღონდ ხმა
გაყინულა
და ფიფქების
ფარდიდან ელავს.
იძიე მიზანი,
ტიროდეს წმინდანი,
და ექსვფრთა
სერაფიმს ლოცვად
მიჰქონდეს ზეშთად.
შენდობილები,
დაუნდობლები,
ომში ვშობილვართ
ქვეყნად.
ქართა ბადიში,
მთებს რომ ავივლი,
ნუთუ იტირებს
ძეწნა?!
17.01.2022
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
0 კომენტარი (კომენტარები გამორთულია)