სად იყო ზოზია


გუშღამ ვკვდებოდი
სად იყო ზოზია ?
მემენტო მორიც
ალბათ შორია .
და სამეუფო დგას
პოეზიის
ტაიჭთა სრბოლა,
ფლოქვებით თქერა
შესაქმის თიხის,
ყურს რომ აუწევს 
ხვალ უფლის თითი.

ისევ სწორია
და ისევ ეული
გზა დავიწყების უფლის
რჩეულის,
სამეფო სერზე
რომ არს წვეული.

როგორც ალვები
რგული იმ სახლთან
რომელიც ცეცხლმა
ომისას შთანთქა.
იქ იყო ქარი
ვით დიდი ქნარი,
რომ ღვთაებრივი .
თითის შეხებით
აევსო ჟამი
და ისმის ჩქამი
ვედრების წყნარის,
მე ვეაჯები ნიჭს პოეზიის.

მან კი გულისა
არ დახშო კარი .
იქ დარბის ქარი,
და კივის ქალი,
ალბათ ზოზია,
რომელიც მხოლოდ
მემენტო მორის
ჟამის სწორია .

თვალზე იელვებს
ალი კურცხალის,
ვით თეთრ ოლარზე
სხივი უფალის .

6.10.2021
#პოეზია-.#Dorotea.#author#Georgianpoet#EkaterineJikia

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი (კომენტარები გამორთულია)

© POETRY.GE 2013 - 2026

Facebook Telegram კონტაქტი