ბაზალეთი
ცაზე გამჭვირვალე დღეა, მოჩანს საფუძველი არსის; გუშინ დამარხული მთვარე ჩამოკიდებულა ცაში. ნეტავ სადმე იცის კიდევ ასე გათენება დღეთა?! ყველაფერი ძვირფასია ჩემზე სამყაროს ძაძა მინდა ეცვას ! ჩამოკიდებულა მთვარე ამ ლაჟვარდოვან ცაზე, თითქო აღუვსები სათლი მოტივტივე, ჭაში,წყალზე. უცებ მივაღწიე მწვერვალს, ბორკილად უფსკრული მება. კვალში მარტოობა მიდგას- ძუ მგელი მშიერი მნერწყვავს. ქარნი დაათრევენ თითქოს ამირანის დასაბამ ჯაჭვებს, ცეცხლი წაეკიდა ქვეყნად ერთგულების ფიცის ნამწვებს! ბილიკს დავადექი როცა, ნისლებ-ნაყლაპი მქონდა, არვინ არ შემომრჩა გზაზე, გულის გამჭრიალებელიც მოკვდა! მწვერვალს ნაუცფათებ ასულს, ყინული სახეს მახევს, ბაზალეთში დარწეული ყრმისა ამირანობა ისმა! ყვავნი უჭამენ გულს და ყორანი, შავი ფრთისა, ამბად დაათრევს სოფლად მის საზეიმო სტიხარს. როგორ ამერია გზები ?! ღმერთო, ეს როგორ იქმნა?! იწვა ყრმა ბაზალეთის ტბაში ამირანის ტანჯვას ჭვრეტდა სიზმრად. 9.11. 2020
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
© POETRY.GE 2013 - 2024
@ კონტაქტი
0 კომენტარი (კომენტარები გამორთულია)