ცხრათვალა
ცხრაკლიტურს
ცხრაჯერ ჩარაზულს,
რაზე უმტვრევდი
საკეტსა ?!
ცხრათვალა მზისა
ნათებას,
დაემწყემსები
სახედნად?!
მოვლენ, ღრუბელზე
ნალეს ხმლით
გაწყევლინებენ
თავბედსა !
შენ ნაყვარებსა
ულაყსა
ადევნინებენ სახედარს.
ვიჯექი ციხეს,
სიპქვებზე
აზრდილ ამართულ
ქაჯეთსა.
საგმირო
საქმის მოქმედსა
არად გიმჩნევდი
თავხედსა.
წყლით განზავებულ
ზედაშეს
არროს შესწირვენ
ტაძრებსა!
სიტყვები-
გველებრ ჭრელები
არ გამოდგების თავდებად,
დაზრზინავს
ყინვა ცისკრისა ,
გავს ბუდეს
ხანჯლის ჩამგებსა.
ეფარე ღრუბელს
ფითქინას,
ვით იფქლი,
ბეღლის კარებსა.
სიყვარულ უხმობს,
ლაშქარში საომრად
ურწყულ რაშებსა .
გვაერთმანეთოს უფალმა
წუთისოფელთან გამყრელმა!
ვზი ციხეს
ეზომ მაღალსა,
ვერ ძალმიძს
შენი განჭვრეტა.
ცხრა მთისა
არა მესმის რა,
საომრად რეკენ ზარებსა .
ცხენი,
ფლოქვებზე ნალებით,
გზას ცხრა წელ
ვერღა გალევსა .
ცხრაპირ ტალახი
ეჭამოს
სამშობლოს
მტერზე გამცემსა!
24.05.2021
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
0 კომენტარი (კომენტარები გამორთულია)