მე


არ ვძირავ არავის 
აროდეს !
მკვდარსაც 
ბოლომდე გავიტან
ვდგევარ გემბანზე, 
რყევაა
და ეს რყევები 
მაწყინრად
მაჩვევენ მეჩეჩზე 
ოცნებას, ფსკერს 
უფსკრულისას შლამიანს.

დილიდან ლექსი
კვეთს ალიონს,
მზეს მეცხრე
 ცაზე აზიდავს.

თუ კი დაჭრილმა 
ვიზახე,
შენ ნუ გგონია, 
აგიტან.

არ ჰყავს ამ ომებს 
გამრიგე 
და არც 
ომს ვიწყებ 
ფასიანს.

დალახვროს 
უფალმა ყოველი, 
თუკი შეცდომილს 
დამიცავს.

ვერ ვუძლებ 
უბრალოდ ბრძანებებს,
აი, ასეთი
დარდი მაქვს!

არცრა მიხარის
 და არც მწყინს 
თუკი 
ეს ომი ჩამიტანს.

საუფლოს ვეძებ 
პატიჟს
 და მხოლოდ 
საუფლოდ დავდივარ!

ეგონა ვიღაცას, 
ტალღებში 
გულზე ნაისარს 
განვიბან.

მაგრამ 
არ ვუხმობ
მშველელს და 
შანსია, 
ერთ-ერთი ჩამიტანს.

რავი, 
უტირლად დამმარხეთ,
ზღვაც ხომ
 ცრემლივით მლაშეა.

ვეძებდი
 მე დიად ტრამალებს,
თავს ვგრძნობდი
 იმათ ნაწილად.

შენ ომი გინდა
 ვინმესთვის 
გულის ფუღუროში
საფიცრად.

ფიცარ აფარე გულისას,
ჩაუქრობელი სანთლისას.

მე კი უომრად 
ვკვდები და
თავს ვერა ვყვარობ
დარდიანს.

რას დაწერს ღმერთი 
ჩემს ქვაზე,
შავს მიწას
ჰქონდეს საკითხად.

ნუ ამბობ 
ბრძანებას საუფლოს,
სამერმისეოდ 
არ გინდა!

მხსნელს ვითხოვ!
მფარველს კი არა
და იმ ხსნელს 
თავად დავიცავ.

ქარი გაჰკივის
 ტრამალზე,
თოლია ფრთას
შლის აფრიანს.

გგონია, არ ვიცი,
თავს ვაგებ?
ეგეთს არავინ არ
იცავს!

უბრალოდ ქარი  
დგას გემბანზე, 
ტალღებ
 ლოკავენ ნაისარს!

                    25.01.2022

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი (კომენტარები გამორთულია)

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი