თეთრი კვართი


ნაწნავის აღვირით
 მხრებზე დაღვრილი,
და სიქალწულით 
თვალებდახრილი,
უხამური,
 თეთრ კვართში 
ვდგევარ;
გარდაგულარძნეს, 
სულამდე 
აპირთავებული ვნება.
მთვარის შროშანი 
ისე შორს არის,
თითქო შავ წიგნში
 გასახმობად მოხვდა.
შეგაიწრებენ წლები 
რა ბევრი,მაგრამ 
არ გიწერია კვდომა.
ფრთათა ფორიაქი,
ლექსთა ფოლიანტში
 მოვა
...........და სანთლების 
სულმოუთქმელი დნობა;
წლები-ნასროლი ტყვიები
და დაუმიზნებლად კვდომა.

მიეთ-მოეთში, მიედ-მოედი,
მკვდარი ხარ, 
შენახული ცოცხლად;
ღამის შავი 
მერანით დათქერვა 
ვერანი-
იღება შავეთის კარი-
ძრწის მოსისინე ქარი;
აფრთხიალებულან 
სანთლები-
თბილი ხელების 
დაერღვათ ბუდე.
მთვარე გველივით 
იცვლის პერანგს;
ვდგავარ უხამური,
უნდო, უსახური,
მაინც შეიყვარებ, 
მჯერა!
#დოროთეა.#პოეზია-.#Dorotea.#author

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი (კომენტარები გამორთულია)

© POETRY.GE 2013 - 2026

Facebook Telegram კონტაქტი