სულერთა


გავმიწისპირდი უკვე სრულიად, 
უკვე სრულიად გავხდი მოკვდავი,
დღეების ფოლიანტს 
მე ვჭვრეტ ბოლოდან,
ვეჩვიე ნასროლ ტყვიებში ბოდიალს.
მიტოვება და მეგობრის ღალატი,
თურმე ისეთი იოლი ყოფილა!
ვერცხლით ნაყიდი უცხოთა საფლავი
ამ უცხოობას მომირჩენს გგონია?
ეს სიმარტოვე ნაცადი მრავალგზის
დაძველებულ ღვინისფრად მომყიდა,
თუ აირეოდა ესე ამბავი,
ან ეს სიცოცხლე რიღასთვის მომინდა,
იმდენი კითხვა მაქვს, გავხდი საწყალი.
სადმე საყდრის კარს მივეყრდნო ჯობია;
იქნებ ლუკმისთვის დამჭირდეს ღაღადი,
დღეების აკინძვა ყულფზეა მარტივად!
უფსკრულზე ვდგავარ და ვიძახი: 
ნახვამდის!
ჩემი სულერთა თვალს მკიდავს შორიდან.
ვიცი, არასდროს არ მყოფნის არავინ,
მერე ვიღაცის ომში ვარ მარტივად.
ჩემო სულერთავ, მე შენთან აღმოვჩნდი,
გამიწისპირების ტანჯვების საცქერლად.
 
 05.2016

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი (კომენტარები გამორთულია)

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი