სატრფიალო


გადამიმთიელდა გრძნობა,
ფიქრები გადიქცნენ ხროვად,
მოვალ, შამამხვდი ფონად,
მოვალ, ჩამავგავ მთვარეს ღამოვანს.
დამაცვდა ძაძა,
არ ხამს მიჩანდეს
თეთრი მხარი მთვარის.
შემიკერე პერანგი
წითელი, მოვის,
შუითგან საკინძე სხმული
შვიდგან შეკრული,
მაგრამ არ შემიხუთო სული.
აისს ვემსგავსები მაისს
და სახით ხმაუძრავი ზარის
გპირდები ქვეყნიერების შეძვრას,
მჭირდება მხოლოდ ერთი ხელის ხლება.
მაგრამ ნუ დამსხამ ბაფთებს,
ჭრელებს და ნაფლეთ-ნაფლეთს.
მაკლია სხივი,
სხივი განთიადის
რომ ვიქცე მზედ.
მოვალ შამამხვდი ფონად,
მოვალ ჩამავგავ მთვარეს ღამოვანს.

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი (კომენტარები გამორთულია)

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი