ფოთლები


ფოთლები შემოდგომის
ხეებზე მიბნეულნი,
ფიქრობენ დაველოდოთ
სიკვდილს, თუ ქართა ქროლვას?!
სიკვდილიც ვერ შეგვამჩნევს,
სიკვდილი წაგვიყოლებს,
სულერთნი შევიქმნებით 
ოდესმე თავისთავად.
დაგვწვავს და ხელს გაითბობს
ჩვენი წვის შემხედვარე
ეს ლოთი მეეზოვე 
და ძველი მექალთანე............
ხეებზეც ზედმეტები
ხეებზე ჩამოვმსხდარვართ.
ქარების მონატრებით
ერთმანეთს მოვუყვებით
ამ ამბებს სანახავად.
ფოთლები შემოდგომის,
გამხდარნი დასაწვავად,
კვდებიან უქარებოდ.
კვდებიან თავისთავად.
 
17.07.2016

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი (კომენტარები გამორთულია)

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი