ღაღადისი


სევდის ღაღადისათ

მიხმე მარადისში.

მინდა დატოვებით

ვიყო საკადრისი.

დუმილს ვამჯობინებ

დუმილს სანატრისზე.

ოდეს მისაკლისებ

ვინძლო მისაწყისო.

მიხმე! გელოდები --

მღვრიე მდუმარებით!

თორემ ვიძირები --

ვარსკვლავთ შორისებში. 

სევდის და დუმილის

მძიმე შეფარდებით

მთვარეს ვეფარები,

ნუღარ მიმატოვებ,

ვიდრე მეყვარები..
 2014 III
#დოროთეა.#პოეზია-.#Dorotea.#author

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი (კომენტარები გამორთულია)

© POETRY.GE 2013 - 2026

Facebook Telegram კონტაქტი