ღობეები


ვაშენებ ღობეებს, 
თანაც ეკლიანს,
 იქ შიგნით ვიქნები,
 იქ არ მერჩიან.
 მერე ძაღლურად, 
გული გაწვრთნილი
 ფეხს ამილოკავს-
საჭმლისთვის
 ხელგაწვდილი. 
დილა თენდება
 დილა მარტივი, 
ამ ეკლის ღობეზე 
დართული ძაფივით
---გაჭიანურებული 
და უკვე დაღლილი.
ვაშენებ ღობეებს, 
თანაც ეკლიანს 
და ეკლის ბარდებში 
არავის ელიან! 
09.2015
#დოროთეა.#პოეზია-.#Dorotea.#author

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი (კომენტარები გამორთულია)

© POETRY.GE 2013 - 2026

Facebook Telegram კონტაქტი