განშორება


როგორ მივჩვეულვარ თურმე განშორებებს, თურმე დამიშვია ჩემთან სიმარტოვე!
როგორც შავ ჩარჩოში უცხოს ნეკროლოგი, მხოლოდ თვალს იტაცებს მუქი შესამკობით.
აღარ ვიწკმუტუნებ და არც კარებს ვფხოჭნი; ვიყვე გაგდებული ლეკვი უსახსრობით, -ესეც დასაწყისი რაღაც შეუცნობის. ნეტავ, რა შევცოდე ასე შეუნდობი?!
როგორ მივჩვეულვარ თურმე განშორებებს, თურმე დამიშვია ჩემთან სიმარტოვე; ისიც შემეხორცა უკვე, როგორც ლანდი, დამდევს უკან კუდში ძაძის შავი კაბით.
ისიც ჩემი მსგავსი- ოღონდ უფრო 
გლუვი, ცივი გველის ზლაზვნით; ჩემი სიმატოვე, მხოლოდ ჩემი დარდი!
როგორ მივჩვეულვარ თურმე განშორებებს, სულაც აღარ მიკვირს, სულაც არ მაოცებს! მხოლოდ გამოჩენა იყო საოცარი, რაღაც ვარსკვლავური ზეცას ჩამომწყდარი, მხოლოდ სიკვდილშია დნობა სანთლის დარი, ო, ეს ბრწყინვალება საქორწილო კაბის.
როგორ მივჩვეულვარ თურმე განშორებებს. უკვე დაშვებული მოდის სიმარტოვე!
                                                               
28.08.2015

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი (კომენტარები გამორთულია)

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი