მოწამეთა


მძინავს ტკივილებში
როგორც მშობიარეს,
შუბლზე ოფლის წვეთებს
ღარი გაუკვალავთ.
მე ვარ უსახლკარო,
მწირი მოარული,
ხორცში მოწეწკილი
სული შემეზარდა.
გზებზე მემწყემსება
სევდა ნაცრისფერი,
ცეცხლი შემოქმედის
ვიდრე ჩაინავლა.
მიმზერს გატრუნული
ტბიდან მოზვირთებით,
ბაგით ჯერ არ თქმული
სიტყვა გამარჯვების.
ჩემი სამშობლოა
მთები საკვირველი,
უპეს ცრემლიანს ჰგავს
მათზე ეკლესია.
სხივი გაიელვებს
კარზე მიჯარულზე,
თორემ ხვლიკისავით
არის ჩაჩუმებით ....
ვისთვის უჩორკნია
ლოდი ჩემს წინაპარს ?!
ვაზი ჭიგოებზე
რისთვის ჩაუწნია?!
იქ ხომ ფასკუნჯია
კლანჭით ფეხებზე
და ფრთებით ირაოზე
სივრცე გაუპია.
სადღაც, მიუსვლელში,
ესე საყუდარი,
დილის ნიავისთვის
ცვარით მიებნია.
დგება ლიტურგიკა,
ალბათ, შემოქმედის,
დღეთა დაბადება
სხივზე აიბნია.
ღამე, უძინართა
ტანჯვით მისამთხვევი,
მწიფე ნაყოფიდან.
ტოტმა აიქნია,
თითქო დაჭრილია
შველი საძოვარში,
ესე ალიონი
წითლად შემოდინდა .
მე მაქვს მოგდებული
მხარზე საისარი,
მსურდა მომავალში
წარსულს შეეჭვრიტა.
ესე ქვეყანაა
ჩემი საფიცარი
ვიდრე შემიჭამდეს
მატლი კუბოს ფიცარს!

დგება -განთიადი
ნახჭნში წურწუმიდან
ნაკადულისავით
ღარში- მოწამეთა.

15.10.2020

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

2 კომენტარი (კომენტარები გამორთულია)
გიორგი ვასაძე სტუდენტი3 თვის წინ

😇❤️❤️❤️❤️

დოროთეაფილოსოფია3 თვის წინ

🙏❤️

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი