ბუხარი
დუდღუნებს ბუხარი სველი თოვლის ჯიბრზე დგას და ყველაფერი გულში ჩაიხვია. თოვლმა გამახსენა უცაბედად ახლა საბნის აპენტვაზე ჩემი ალერგია. ფიქრს რომ ფიქრს აბამდი, მთას რო შიგ კარგავდი, ჩემი ძილის დროში როგორ ჩაგეტია?! მხოლოდ ჩამეძინა უცხო მისამართზე და ეს ყველაფერი სიზმრად დაეტია. ვზივარ ბუხრის პირას ცეცხლთან გატრუნული, „ნაცარქექია" მჭირს ალბათ- დეპრესია. ტივი შეკრულია, ზედ სამყარო არის, მე კი ხელის კვრისაც უკვე მეშინია . ატივტივებულა აზრი თოვლიანი, ბუხარს სალაპარაკოზე ჩუმად ჩაეცინა. ბოლო ჭიქა იყო-- უდროოთა წასვლის, დაეღვარა ჯობდა და არ დაელია. 23.12.2020
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
© POETRY.GE 2013 - 2024
@ კონტაქტი
0 კომენტარი (კომენტარები გამორთულია)