ჩემი ლექსები


ჩემი ლექსები
 უღრანი ტყეა,
სხივს რომ წყვდიადი 
ეხება.

მიწაზე ტერფს 
რომ ვერ დააწვდენ,
მზისკენ აზიდულ ხარ 
ვედრებად.

ვითხოვდი ნიჭს
და მერე უფლის ხამლზე 
თასმის გამხსნელს ,
ცრემლით გამიპოხა სახე
გულის სიმხურვალეზე
შეხებამ.

ესაა ცვარი,
რიჟრაჟრს რომ გმართებს,
მზეს რომ მთვარე ბადებს 
და დალი ტბაზე
 წულით შეგხვდება.

და სივრცე აჩენს 
მთების ნაკბენს,
ესაა-გზებზე ნათრევ
ჯაგლაგს რომ 
ნალებს ართმევს
შიში და ფეთება.

მიმქონდა ლოდი,
საყრდრის ჩამონანგრევს
რომ გამოადგეს გვერდებად.
რა ვიცი,  ადრე შეურაცხყვეს
და მაშენებელთა 
ესმა ყვედრება.

ახლა ვთქვი,
ეგდოს სადმე, აქეთ, 
ომში დაცემულთა სახედ 
და მიმოფანტულ
 ბოლო ვედრებად.

მოვა მზე ცხრათვლა ეტლით 
და დამიდგება გვერდით
შიში და ფეთება!

ეს იყო რიდი 
დიდი, იმის, რომ
საღვთო წყვდიადი
 გეხება!

27.12.2022

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი (კომენტარები გამორთულია)

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი