კვართი


ეს მიწა, შემოსილი უფლის კვართით
ჯვარცმას აარიდე, ღმერთო!
ღმრთისმშობლის საფარველს შეაფარე
- ჩვენ ხომ ვნებულება გვერგო!

ვიდრე ფერდს უგმირეს,
ჯვარზე მყოფს ტკივილებში,
დედა მოწაფეს ავედრა ერთგულს.
იცოდა, ბავშვივით ვიჭირვიულებდით და
მის კალთას შეგვავედრა შემდგომ.

ის, მხოლოდშობილი,
უფლის ძედ ცნობილი,
იყო გოლგოთაზე
ჯვარცმისთვის შობილი,
თუმც ჯვარი პაჰრაკმა ზიდა - ემხრო.

წყალიც ძმრიანი სვა
-”ელი ლამა საბაქთანი”
მამას უღაღადა და
სიკვდილამდე ჩვენი
პატიება შეძლო!

ეკლით შეთხზულ გვირგვინს
და მხედრების სიცილს გაუძლო!
ვერ უძლებს მხოლოდ
ჯვართან დედის ტირილს.

უმრწემეს მოწაფეს
სიყვარულს აბარებს
და ქვეყნის აღსასრულს ისე ანახებს,
რომ ეს ქმნილება როგორმე გადარჩეს.
უსიყვარულებას ჩვეულს.

გზად, გოლგოთისკენ,
მრავალგზის დავარდნებს
არ აპატიებენ და ჯვარზეც აკრავენ
“რატომ დამტოვეო ღმერთო!”

დედის ნაქსოვი კვართი ათბობდა,
მხოლოდ ის ეკვროდა მის წმინდა სხეულს
და მერე გვისახსოვრა
ასე მოგვიწოდა - მისთვის
რომ გვეომა რჩეულთ!

მრვალი ჩინებული,მცირედი რჩეული
და არავინ ჩვეული-
ჯვარს და გილგოთას.
ეს ჩვენ ვიყავით
სიკვდილით ძლეულნი
- შენ გვააღდგომებ, ღმერთო!

დედის ნაქსოვი
კვართი ათბობდა,
მხოლოდ ის ეკვროდა,
მის წმინდა სხეულს.

მერე საიდანაც ვიყავით აღებულნი,
რისგანაც გვქმნიდა რჩეულთ,
ის მიწა შეიტკბო, ის მიწა შეიმოსა,
ვიდრე აღსდგებოდა -
ძლევაი საკვირველი, შეძლო.

რომ ასე დაშლილებმა
ესე ნაწამები
სისხლი, წვეთებად,
მიწაში ვთესოთ;

ვაზის ლერწებად აღმოგვიყვანე
და შენს ზენა დიდებას
მტევნად შეგვაბი, შეგთხოვთ!
ოღონდ წინაპრების
ძვლებზე შეკიდებული მიწა
შეგვინახე, ღმერთო!

დედის სიყვარულს ისევ მიგვაჩვიე
და კვართში ჭრილობებით
ისევ შეგვახვიე,
შენთვის მოგვაკვდინეს, ღმერთო!

წარმოცალიერდი
მხოლოდ ჯვარცმისათვის.
რომ: ეკლით დაკაწრულ
ჩვენს უძლურ სხეულს
ისევ აღდგომა ერგოს.

იდგა მოციქული -
სიყვარეულს უგალობდა,
ოღონდ
ჟამის სისავსის შემდგომ!

იდგა ქალწული -
დედის ტკივილებში,
რომ ჩვენ
        ვშობილიყავით
უფლისთვის, ღმერთო!


09.14.2019

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი (კომენტარები გამორთულია)

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი