სახლი მ.ზიჩის N 10
იქ იყო სახლი, ეზოში, ხესთან, დიოდა წყალი და როცა ბავშვი ვაღებდი კარებს ძალიან მძიმეს, ვხედავდი, ბიჭი სრულიად მწყრალი, მელოდა უკვე და იყო კარგი. მარტო ჩემ სიტყვის ფასით დიოდა ჟამი ახლიდან, ჰარმონიისკენ, ხმობით თავისთან. ეზოში ხეებს , ალვების ტანით, ზაფხულზე თეთრი ცვიოდათ კანი დაძველებული; და ჩემი სახლი, აღვსილი დარდით ფაფუკად, ისე, რომ ალოები რგულნი, სასყიდად, გვანდნენ ოცნებას ბერიკაცისას, ეპოვა ვინმე- გულში საფიცრად. რომ სადღაც შორ გზას დაადგა მგზავრი იმ მატარებლით, ღამით რომ კივის და ბორბლის რახუნს მიჰყვა უძინრად ღამე, სახლისა, რომელსაც კიბე ედგა ბადიშად , ისე უბრალოდ, რომ ისხდე ხოლმე იმ მატარებლის ცქერით გასული დროით , ისუნთქო სუნი ყავისა. ვიღაც ქვემორე შავი კაბისა , ითხოვს სიგარეტს , ყველა ქალისგან და ქვაფენილზე ფლოქვების ხმებით მიჰყავთ ეტლებით პირმშო სახლიდან- დასაკითხავად, ან დასახვრეტად- ოღონდ არ ისმის სიტყვა არვისა! ო, როგორ დამღლის ახლა არბენა იმ დიდ კიბეზე; მაგრამ ძალუმად მტკივდება გული, ნასროლმა ტყვიამ ასე ადვილად ის ჩემი სახლი ცეცხლში ჩამიწვა. ყვიროდნენ გარეთ, ქართველი ქართველს სიკვდილს აწვდიდა და მაშინ ტყვიამ ჩემი ბავშვობა თითქოს დახვრიტა ! გაიღო კარი უცებ სახლისა, მძიმედ დახშული რკინის ნაკვთისა, და ბიჭი ისევ კართან დამიხვდა. 26.01.2022
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
© POETRY.GE 2013 - 2024
@ კონტაქტი
0 კომენტარი (კომენტარები გამორთულია)