ხიზანი


ახლა გაყუჩება დამემარათა 
თოვლით გავხდი ხიზან.
ნუთუ ვინმემ ისე გაგიტაცა, 
ხანძარ არ აართვი
ბუხარს იმ წამს.

სად იყავი,
სამოთხისა 
რაი გსმენის?!
როგორ უტალახე 
გზირმა ჭიშკარ?
მიდი, განივლტი
 და დაიღალე გზნებით!
გილოშნიან
ფლოქვებს ტალახიანს
რახან,
არვინაა საფარ
გახიზნული ტრამალს.

თოვს და თოვლმა 
ჩაიხვია
გულში გზები,
სად მიდიხარ?
წარმიტაცე მეცა,
გვედრი !

მიჰყევ მიზანს,
სახლი დაგეკარგა. 
ცივ-გველ 
ტანზე ნაკვერცხლები დაიყარა,
ამეტირა,
რა ვქნა ?!
კედელ -კედელ დარდი 
ირონინებს, 
ფიცარ -ფიცარ
 ახორკლილი ხვლიკად,
მილურსული 
კუთხის პირას.

აბდაუბდა 
აბლაბუდას 
თოვლი ბლანდავს!
-აბა რა ვთქვა?
იყოს ზამთრ!
მიყვარს!
- დიდი ობობა და
არსად არ მინდოდეს 
თბილ სახლიდან გასვლა.
-ჩვეულებრივ ვღალატობდე 
დაბადების მიზანს!

რავი, ფიფქი, უცოდველად 
მიმოვლილი ცის კარს,
არის, თოვლი,
კრავი დაკარგული 
მგლებში,მთებში
მხრებზე ღმერთმა აიტატა
ძებნილ.

ახლა გაყუჩება 
დამემართა
თოვლით ხიზანს,
ტუჩზე მდნარი
თოვლის ყლაპვა
 მომესიზმრა მძინარს.

03.24.2022

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი (კომენტარები გამორთულია)

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი