ომში ვარ


მე ვარ კუთხეში 
მიმწყვდეული ნადირი ,
ახლა სისხლი 
მდის ომისგან.

გამოვრთავ,
ჩავაქრობ 
ამ მზეს და 
ცხოვრებას 
მოვუვლი შორიდან.

რად მინდა 
კურდღელი მშიშარა ?!
-ცანცარებს 
სოროში ყოფნისგან.

ველთა ხმამ მიხმო
და ყალყზეა 
მზე ამ ღამ , 
მთვარემ ლაგამზე მოზიდა!

გავდივარ საომრად, 
იცოდე, 
ცვარს ნაკვალევზე 
მოვისხამ.

ღამეა. 
ნადირთა სამეფო
სისხლს ნთქავს ,
ვერ არჩევს
მტრისას და მოყვრისას.

ომში ვარ, უბრალოდ 
ძილი და 
ვარსკვლავთკვესება 
მომწყინდა.

დაეცეს
სამეფო უგვანი ,
თუკი ომები 
მოსწყინდა!

ჩემმან იცოდეს 
ყოველმან,
ზურგში მმიზნებელს,
მოვწყვიტავ.

შენს სულს, 
 მწვირიანს, ჩარდახით.
გამოსატირლად
 მოგიტან.

ყაყაჩომ სივრცე გაკვნიტა,
ომში ვარ
 კი არ მომშივდა!

ველად იპოვა
სავალი, სისხლმა,
მტერთაგან შობილმან.

ომში ვარ
სულაც უბრალოდ-
მოცალეობა მომყირჭდა.

ამ ღამ ტრამალზე
ბოკვერი 
ვეფხვის მოდგმიდან
ვშობილვარ.

          2022.18.01.

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

2 კომენტარი (კომენტარები გამორთულია)
გიორგი ვასაძე სტუდენტი4 თვის წინ

ვაუ მაგარი ლექსია ❤️❤️❤️

დოროთეაფილოსოფია4 თვის წინ

მადლობა 🙏

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი
TOP.GE