ხელახლა დაბადება


ჩემი პლანეტა ძალიან დიდი ხნის წინ შეიქმნა.  ბავშვობიდანვე ძალიან მიყვარდა ვარკვლავებთან საუბარი და მათი ყურება. ისინი ძალიან განსხვავებულები არიან. სხვა პლანეტებიდან  თითქოს ისინი უბრალოდ ერთნაირად კაშკაშებენ მაგრამ ჩემი პლანეტიდან  ეს  უფრო განსხვავებულად ჩანს.  ყველაფრის შეფასება შორიდან ძალიან ძნელია, ამიტომაც ვცდილობ, რაც შეიძლება ახლოდან დავაკვირდე მათ. ვფიქრობ ცოტამ მაინც უნდა იცოდეს მათი ნამდვილი სახე,  ის ამოუხსნელი და მაგიური გრძნობა, რასაც ისინი იწვევენ.  ვარსკვლავები მხოლოდ ნათება როდია?!  ისინი პატარა არსებები არიან,  რომლებიც დაუღალავად ცდილობენ ჩვენი კოსმოსის გალამაზებას. ისინი,  რომ არა ალბათ სამყაროს ბალანსიც დაირღვეოდა. ვფიქრობ იმსახურებენ ჩვენს აღიარებას, რომ ვარსკვლავები განსაკუთრებულები არიან თავიანთი უბრალოებით.
                         მე წარმოშობით პლანეტა ურკიდან ვარ. ეს  ერთ-ერთი ყველაზე პატარა პლანეტაა სამყაროში. აქ ძალიან დიდი ფართობი წყლითაა დაფარული. ჩვენი სხეულის აგებულების გამო  წყალში  ვცხოვრობთ. ჩემი პლანეტა ძალიან მრავალფეროვანია წყალ-მცენარეებით,  ძალიან იშვიათად ამოვდივართ წყლიდან. ურკი ბედნიერი მაცხოვრებლებითაა  სავსე. მაგრამ მათ  შორის მე აღარ ვარ. ჩემი ბედნიერება მაშინ დავკარგე, როცა ჩემი ოჯახი გარდაიცვალა. მაშინ  მხოლოდ 20 წლის ვიყავი. გადავწყვიტე რომ როგორც კი შევძლებდი ამ პლანეტას სამუდამოდ დავტოვებდი,რადგან აქ მყოფი ყველა და ყველაფერი იმას მახსენებდა რაც ოდესღაც დავკარგე. ამიტომაც გადავწყვიტე წამოსვლა. ძალიან დიდხანს მივფრინავდი პატარა კორიმფეილით. პლანეტის დატოვების დროს უცნაურმა  გრძნობამ გამიელვა თავში, ამ დროს   საიდანღაც  ბიძგი ვიგრძენი და ჩემმა ხომალდმა წონასწორობა დაკარგა. ძირს დაშვება დაიწყო. ძალიან შემეშინდა, დიდხანს ვიფრინე,  ულამაზეს ღრუბლებს შორის მოვექეცი მაგრამ ეს შიშს მაინც ვერ ფარავდა. ძალიან სწრაფად და ძლიერად დავეშვი მიწაზე.  გადმოვედი და გარემო დავათვალიერე. არ მეშინოდა რადგან ვიცოდი როგორ უნდა დამეცვა საკუთარი თავი სხვებისგან. გარშემო ძალიან უცნაური სიჩუმე იყო, საერთოდ არაფერი ჩანდა ამიტომ  გზაზე სიარული დავიწყე.  დიდი ხნის სიარულის შემდეგ დიდი შენობები გამოჩნდა. ახლოს მისვლისას ადამიანები დავინახე. გამახსენდა, რომ მათზე ადრეც მქონდა წაკითხული სკოლის ბიბლიოთეკაში. ჩემი პლანეტა გამორჩეული იმით არის,  რომ თითქმის ყველა პლანეტის შესახებ გვქონდა ინფორმაცია, რადგან გვქონდა ბევრი რესურსი შეგვესწავლა სხვადასხვა ციური სხეულები.  ბევრი დრო არ მქონდა მალე უნდა შემეკეთებინა ხომალდი და წავსულიყავი. ერთ-ერთ დიდ მაღაზიაში შევედი საჭირო იარაღები ვიპოვე მაგრამ მათი უბრალოდ წაღება არ შემეძლო. მე კი არაფერი არ მქონდა თან და წამოვედი. ფიქრი დავიწყე რა უნდა გამეკეთებინა,  როცა რაღაც ხმამ გამომაფხიზლა. პატარა  სახლიდან კაცის ყვირილი მოდიოდა. ახლოს მისვლისას  დავინახე როგორ ურტყავდა კაცი ქალს. ამ დროს დედა გამახსენდა,  სულ მეუბნებოდა,  რომ სულიერ არსებებს ყოველთვის უნდა დავხმარებოდი, თუმდაც ისინი უარს გეუბნებოდნენ,  რადგან გულის სიღრმეში ყველას ჭირდება  დახმარება. ფანჯარა ხელით შევამტვრიე,  გადავძვერი და მათ შორის ჩავდექი, კაცმა  ყვირილი დამიწყო. არვიცი,  როგორ მაგრამ მე მათ ენაზე საუბარი ჩვეულებრივად შევძელი. სასოწარკვეთილ ქალს თმები გავუსწორე ცრემლები მოვწმინდე  და ვუთხარი,  რომ დავეხმარებოდი. იმ კაცმა ხელით გამომწია და იატაკზე დამახეთქა საზარელი ხმით  მითხრა,  რომ გზად ვერავინ გადაეღობებოდა. ამ დროს თვალში მძიმე საგანი მომხვდა, ხელში  ავიღე და თავში ჩავარტყი.  როდესაც კაცმა გონება დაკარგა  ქალთან მივედი,  ფეხზე ავაყენე და სავარძელზე დავსვი. მადლობა გადამიხადა და მთხოვა სასწრაფოდ წავსულიყავი, მაგრამ მე უარი ვუთხარი. მინდოდა ჩემს საქციელს შედეგი ჰქონოდა,  ამიტომ მისი ბოლომდე დახმარება გადავწყვიტე. მის გვერდით ჩამოვჯექი,  მხარზე თავი დამადო და ტირილი დაიწყო,  მე კი თმაზე მოფერება დავიწყე,  ისე როგორც დედა მიკეთებდა ხოლმე.  ცოტახანში კარის გაღების  ხმა გაისმა და რაღაცამ დაიძახა: 
-	დედა მოვედი
-	მოდი შვილო მამაშენის აწევაში დამეხმარე.
-	რა მოუვიდა? რატომ გდია აქ?
-	დათვრა და ძმაკაცებმა მოიყვანეს, ძალა არ მეყო საწოლში რომ დამეწვინა.
-	და ეს გოგო ვინ არის?
-	ჩემი მეგობრის შვილია, არ იცნობ. ცოტახნით შემომიარა, უკვე მიდის.  
          ქალმა კარამდე მიმაცილა და მითხრა რომ წავსულიყავი, მადლობაც გადამიხადა. მე კვლავ დავაკაკუნე და კარი ისევ მან გამიღო. მინდოდა მის სიმართლე გაეგო ამიტომ  ხმამაღლა ყვირილი დავიწყე და ის ბიჭი გამოვიდა. ყველაფერის მოყოლა ვერც  მოვასწარი,  შემაწყვეტინა და მითხრა, რომ იქედან წავსულიყავი და აღარასდროს დავბრუნებულიყავი. რამდენჯერმე ხმის ამოღება ვცადე,  მაგრამ არაფერი გამომივიდა,  ბოლოს კი კარი ხმამაღლა მომიხურა. იქედან განაწყენებული წამოვედი და წყალში ჩასვლა გადავწყვიტე.  გამვლელს ვკითხე და უახლოესი მდინარე მიმასწავლა. იქ მისვლისას პირველად ვიგრძენი თავი სახლში. ეს ყველაფერი ჯერ კიდევ უცხო იყო ჩემთვის. წყალში შევედი და ჩავყვინთე. ძალიან ლამაზი და განსხვავებული თევზები ვნახე. გაუკვირდათ მათი ენა რომ ვიცოდი. როგორც ჩანს წყლის ენა ყველგან წყლის ენაა.  ჩემს შესახებ ყველაფერი მოვუყევი მათ კი მხოლოდ  მკითხეს 
-	რატომ  გავხარ ადამიანებს?
-	არვიცი, ეს ჩემგან დამოუკიდებლად მოხდა. როგორც კი მიწაზე დავდგი ფეხი გარეგნობა შემეცვალა და რა არ მოგწონთ?
-	არა როგორ შეიძლება მოგვწონდეს საკუთარი მტრები?!
-	რატომ არიან მტრები ? 
-	რატომ? განა არ იცი?! კარგი მოგიყვები. ისინი სასტიკები და მკვლელები არიან. მათ გამო არ არის ჩემი ოჯახი აქ. ადამიანები ყოველდღე მოდიან აქ და ცდილობენ ჩვენს დაჭერას. ზოგი ფრინველებს იჭერს. მერე რაღაცაზე დებენ და წვავენ. ისინი არაფერზე ფიქრობენ საკუთარი თავების გარდა. ამიტომაც არიან ჩვენი მტრები. სწორედ მათი დამსახურებით ვხედავთ ჩვენი ოჯახის წევრების ბოლო ამოსუნთქვას, სიცოცხლის ბოლო წამებს.  ვერც კი წარმოიდგენ ეს რაოდენ საშინელი გრძნობაა. 
-	ძალიან ვწუხვარ და ბოდიშს გიხდით ამის მოყოლა რომ მოგიწიათ.
-	შენი გარეგნობის მიუხედავად შეგიძლია აქ დარჩე. 
                     მადლობა გადავუხადე და დასაძინებლად წავედი.   ვფიქრობდი რომ ჩემს ცხოვრებაში ახალი ეტაპი იწყებოდა. ვცდილობდი კარგი ვყოფილიყავი ისეთი, რომ დედას ჩემით ეამაყა. იმ ღამეს კარგად ვგრძნობდი თავს, რადგან ვგრძნობდი რომ მარტო აღარ ვიყავი. მეორე დღე ძალიან კარგი იყო. ლიფსიტებს ბევრს ვეთამაშებოდი,  ვამეცადინებდი და ვცდილობდი მარტოსულ თევზებს დავხმარებოდი, რომლებმაც საყვარელი არსებები ადამიანების გამო დაკარგეს.  მრცხვენოდა რომ მეც მათი სახე მქონდა. მაგრამ ამის წინაშე უძლური ვიყავი. საღამოობით ვარსკვლავებს ვუყურებდი და ვტკბებოდი მათი სიკაშკაშით.  ვარსკვლავების სახე კარგად არ ჩანდა მაგრამ მე მათ მაინც ვხედავდი. მათი ლაპარაკი ეხლაც ჩამესმოდა ყურში და ვნატრობდი ჩემს პლანეტაზე დავბრუნებულიყავი. დილის საათებში ამაზე ვერ ვფიქრობდი, სულ რაღაცას ვაკეთებდი, საღამოობით კი ჩემს თავს ველაპარაკებოდი და ვეუბნებოდი რომ ყველაფერი კარგად იქნებოდა. ადრე ჩემი პლანეტიდან ვარსკვლავებს ხშირად მშობლებზე და ძმაზე ვეკითხებოდი. მათ შესახებ ყველაფერი ვიცოდი,  მაგრამ ამას მნიშვნელობა არ ჰქონდა. მთავარი იყო რომ მათ შესახებ ვსაუბრობდით. დედაჩემს ყველა კარგად იცნობდა,  სწორედ დედამ გამაცნო ისინი. ვარსკვლავები ძალიან მომენატრნენ. მეორე დილას ადრე გამეღვიძა, სასეირნოდ წასვლა გადავწყვიტე და ძალიან ლამაზი ადგილი აღმოვაჩინე.  ბევრი ლამაზი ყვავილი ამოსულიყო, ხოლო  ბალახის სიმწვანე ძალიან მომხიბვლელი იყო.  მიუხედავად იმისა,  რომ ჩემს პლანეტაზე წყალმცენარეების უმეტესობა მწვანე ფერის იყო და უამრავი ფერი  მქონდა ნანახი ეს მაინც ყველასგან გამორჩეული იყო. ისეთი ფერი არასდროს არ მქონდა ნანახი აქამდე. დრო ძალიან სწრაფად გადიოდა.  საათობით ვჯდებოდი და ვუცქერდი ჩემს წინ გადაშლილ ხედს, რომლის სიკაშკაშე იმდენად  დასამახსოვრებელი იყო, რომ დავიწყება შეუძლებელი ხდებოდა. მაშინ  მივხვდი, რომ როცა რაღაც შენთვის კარგს აღმოაჩენ და ამით კავდები,  დრო წარმოუდგენლად სწრაფად გადის. საღამოობით მდინარე ძალიან თბილი და სასიამოვნო იყო.  ბევრი დრო მქონდა რაღაცეებზე დასაფიქრებლად. ერთ ნაშუადღევს მდინარის ნაპირას  ის ადამიანი დავინახე,   რომელიც ცოლზე ძალადობდა. ძალიან  გავბრაზდი და ავნერვიულდი. არ მინდოდა დავენახე და ვეცნე.  მასთან ერთად ის ბიჭი მოდიოდა. ისინი თევზის დაჭერას ცდილობდნენ და იცინოდნენ. მე და დანარჩენმა თევზებმა ლიფსიტები ნაპირს მოვაშორეთ.  დიდი ხნით ყურება არ დამჭირვებია იმის მისახვედრად,  რომ მათთან ერთად ის ქალი არ იყო. არ ვიცოდი რა მეფიქრა.  თავიდან არ მესმოდა დედამისის, მაგრამ მერე ჩემს თავში გავიაზრე და მივხვდი რომ არ უნდოდა შვილის წყენინება.  გული დამწყდა ის ქალი,  რომ ვერ ვნახე.  დამაინტერესა როგორ იყო ამიტომ  მონახულება გადავწყვიტე. თევზებს დავუბარე რომ, შეიძლებოდა დამგვიანებოდა. ქალაქში შესვლის დროს გამახსენდა, ის თუ როგორ უსუსურად და უიმედოდ ვგრძნობდი თავს პირველად მოხვედრისას და ცოტა დავსევდიანდი. სახლთან მისვლის დროს ფანჯარაში შევიხედე და  დავინახე ქალი საჭმელს როგორ ამზადებდა. მან  დედა გამახსენა და კიდევ უფრო მოვიწყინე. ფიქრებში გართულს  ნაცნობი ბიჭის ხმა გავიგონე  რომელმაც გაკვირვებული მკითხა:
-	აქ რას აკეთებ?
-	არაფერს, ვუთხარი და წამოსვლა დავაპირე როცა ხელი ჩამჭიდა და მიბრძანა გავყოლოდი. ვცდილობდი შევწინააღმდეგოდი მაგრამ ძალიან ძლიერად მიჭერდა ხელს და თავი ვერ დავაღწიე.   დედამისს დაურეკა და უთხრა, რომ ცოტა დააგვიანდებოდა. ნელ-ნელა ქალაქს ვშორდებოდით.  იმ მდინარის პირას  მივყავდი სადაც ვცხოვრობდი.  ვნერვიულობდი. არ მინდოდა დედამისის თანხმობის გარეშე მეთქვა სიმართლე,  მაგრამ ისიც ვიცოდი,  რომ არ გაჩერდებოდა სანამ პასუხს არ მიიღებდა. ცოტახნის შემდეგ გაჩერდა,  შემოტრიალდა და გაბრაზებული ხმით მკითხა:
-	რა გინდოდა ჩემს სახლთან ? რის მიღწევას ცდილობ? რას გადაგვეკიდე?
მე კი ამ დროს გაშეშებული ვიდექი და ვფიქრობდი რა მეთქვა. ჩემთვის ცხოვრებაში ასე არასდროს არავის უყვირია. ვიდექი და შიშისგან კანკალი ამიტყდა. გადავწყვიტე სიმართლე მეთქვა,  რაც არ უნდა მტკივნეული ყოფილიყო ის იმსახურებდა,  ცოდნოდა მამამისის ნამდვილი სახის შესახებ. 
-	სანამ ახსნას არ დავამთავრებ არ შემაწყვეტინო.
-	კარგი.
-	იმ დღეს მაღაზიაში ვიყავი.  იქიდან წამოსვლის დროს რაღაც ხმაური შემომესმა და ნახვა გადავწყვიტე. ფანჯარასთან მივედი და  დავინახე რას უშვებოდა  მამაშენი დედაშენს. ვერ გავუძელი მის ცრემლებს. რთულია არ დაეხმარო ადამიანს,  რომელიც არც კი ყვირის დასახმარებლად იმიტომ, რომ ის მიჩვეულია იმ სიმწარეს რასაც იმ დროს განიცდიდა. ძალიან რთული არ დაეხმარო იმ ქალს,  რომლის თვალებიც ცრემლებით იყო სავსე.  ამიტომაც შევამტვრიე ფანჯარა და დედაშენთან მივედი. თმები გადავუწიე და ცრემლები მოვწმინდე. მამაშენმა ყვირილი დამიწყო და რომ არ გავიწიე ხელი მომკიდა და მიწაზე დამაგდო. სასოწარკვეთილმა თავში რაღაც ჩავარტყი და გონება დაკარგა. დედაშენმა მხარზე თავი დამადო და ტირილი დაიწყო. ამ დროს მოხვედი. ცრემლები მალე მოიწმინდა და ღიმილიანი სახე მიიღო. დედაშენს იმაზე მეტად უყვარხარ, ვიდრე წარმოგიდგენია. შენი სიყვარულის გამო იტანდა იმ ყველაფერს, რაც მას ანადგურებდა. ძალას შენ აძლევდი, შვილის სიყვარული იმხელა ძალას აძლევდა,  რომ ყოველი დარტყმის დროს ის არც კი კვნესოდა.  იმიტომ კი არა, რომ არ ტკიოდა ან დახმარება არ ჭირდებოდა,  უბრალოდ არ უნდოდა სიმართლე გაგეგო მამაშენზე და გული გტკენოდა. იცოდა,  რომ  თუ ამას გაიგებდი,  მამაშენზე შთაბეჭდილება შეგეცვლებოდა და იმ მამას დაკარგავდი, რომელიც ასე ძლიერ გიყვარდა. შენი ბრალია, რომ დედაშენი ასეთ დღეშია. შენ, რომ არა აქამდე დიდი ხნით ადრე გაშორდებოდა. იცი მაინც რა იარები აქვს სხეულზე?  რატომ არ იცვამს ამოღებულ ტანსაცმელს?  იმიტომ კი არა,  რომ არ უყვარს,  უბრალოდ იცის, რომ მას თუ ჩაიცვამს,  შენ მის ჭრილობებსა და იარებს დაინახავ და  გული გეტკინება.  დედაშენს ჩვიდმეტი  წელია იცნობ,  ჩვიდმეტი წელია მასთან ხარ და არაფერი იცი. მე კი თხუთმეთ წუთში მისი ყველა ტკივილი დავინახე.  როგორ ვერ  დაიჯერე იმ დღეს ჩემი მონაყოლი? მაშინ,  როცა დედაშენს ტანსაცმელი დახეული ჰქონდა,  თვალები კი ტირილისგან დასიებული.  ასეთი ბრმა როგორ ხართ ეს ადამიანები?! აღარ მინდა შენთან გაჩერება,  სჯობს დედაშენთან წახვიდე და ბოდიში მოუხადო ასეთი სიბრმავის გამო. კარგად. 
ყველაფერი ვუთხარი რაც მინდოდა და წამოვედი. მეორე დილას ცუდ გუნებაზე ვიყავი. იმ ქალზე ვფიქრობდი, ვფიქრობდი რა მოხდა და რა ქნა იმ დებილმა ბიჭმა. ამიტომ ჩავიცვი და ქალაქში წავედი. სახლს მივუახლოვდი, შევიხედე და დავინახე როგორ მოკალათებულიყვნენ ის ქალი და მისი ვაჟი დივანზე.  უცებ ის კაცი დავინახე და ბუჩქებში დავიმალე, ყვირილით შევიდა სახლში მაღლა ავიდა ტანსაცმელები ჩაუყარა და გარეთ გააგდო. ცოლს და შვილსაც ხელი კრა და კარები მიუჯახუნა. ქალი ევედრებოდა,  რომ ყველაფერს ისე გააკეთებდა, როგორც ის ეტყოდა. მაგრამ ამან არ გაამართლა და კარები მიუხურა.  ამ დროს  ბუჩქიდან ამოვძვერი,  მათთან მივედი და  ვთხოვე ჩემთან წამოსულიყვნენ,  სანამ რამეს  მოძებნიდნენ. ბიჭისთვის ერთხელაც კი არ შემიხედავს. ისევ გაბრაზებული ვიყავი. გზაში ვფიქრობდი რით გამემართლებინა ის ფაქტი რომ კარავში ვცხოვრობდი,  ბოლოს კი  ვუთხარი რომ ეხლახანს ჩამოვედი ქალაქში და ბინა არ მქონდა.  ჩანდა თითქოს არ უნდოდათ ჩემი შევიწროვება,  მე კი ხელი ჩავკიდე,  გავუღიმე და ვუთხარი 
-	ყველაფერი კარგად იქნება დამიჯერეთ.  
-	თავი ისე იგრძენით როგორც საკუთარ სახლში, თავისუფლად მინდოდა მეთქვა.
-	მადლობა, თქვენ სად აპირებთ დარჩენას?
-	აქვე ახლოს ჩემი დაქალს კარავი აქვს გაშლილი და მასთან გადავალ. 
სინამდვილეში წყალში  ვაპირებდი  დაძინებას.   ადრეც დავრჩენილვარ წყალში, მაგრამ მხოლოდ მაშინ როცა სახლი ან ოჯახი ძალიან მენატრებოდა და მოწყენილი ვიყავი.  ვიფიქრე რომ დასუსტებულები იქნებოდნენ ასეთი დამღლელი დღის შემდეგ ამიტომ გარეთ გავედი ხილი დავკრიფე და კარავში მივუტანე. როდესაც ბიჭი გარეთ გავიდა მე დედამისთან დავჯექი და ვუთხარი:                  
-	ბოდიშს გიხდით იმის გამო რომ თქვენს გადაწყვეტილებას პატივი არ ვეცი, არ მინდოდა ამის გაკეთება, მაგრამ გაჩუმებაც არ შემეძლო.  ვფიქრობდი,  რომ რაღაც უნდა გამეკეთებინა.  ძალიან მტკივნეული იყო იმ დღეს  თქვენი სახის ნახვა და ტირილის მოსმენა.  როცა ჩამოვედი და გავიგე რას ჩადიოდნენ ადამიანები, ვიფიქრე,  რომ მათთან სიახლოვეს აღარ ვიქნებოდი. იმ დღეს თქვენთან შეხვედრისას კი მივხვდი რომ ყველა ადამიანი ერთნაირი არ არის.  ვიცი,  რომ თქვენი შვილი კარგად იქნება. მთავარია თქვენ იყოთ მის გვერდით.  ბოდიშს გიხდით ყველაფრისთვის. 
-	გაჩერდი, ბოდიშს ნუ მიხდი. მადლობა მინდა გადაგიხადო იმ ყველაფერისთვის,  რაც მე და ჩემს შვილს გაგვიკეთე. შენ ჩემი მხსნელი ხარ, მადლობა რომ გადამარჩინე. შენ რომ არა კიდევ დიდხანს ვიქნებოდი იმ კაცის მონა. მადლობა 
გული ამიჩუყდა. მისი თვალებიდან დიდი სითბო გამოსჭვიოდა. არ ვიცოდი რა მეთქვა მისთვის, ამიტომ  ჩავეხუტე და გამოვედი. იმ ღამეს უბედნიერესზე უბედნიერესი ადამიანი ვიყავი,  რადგან დედაჩემთან სიახლოვეს ვგრძნობდი. ეს კი იმის დამსახურება იყო რომ მე გაჭირვებაში მყოფს დავეხმარე. მეორე დილა შედარებით წყნარი იყო.  დილით ადრე გავიღვიძე, ტყეში ხილის მოსატანად წავედი, თან ჩემს საყვარელ ადგილას გავიარე. კარავთან მიახლოებისას ლოდზე დამჯდარი ქალი დავინახე,  რომელიც თითქოს წყალში ეძებდა გამოსავალს, ისე ძლიერ აკვირდებოდა.  ზუსტად ვიცოდი რაზეც ფიქრობდა და რატომ იყო მოწყენილი. მივუახლოვდი, მის გვერდით დავჯექი და შევთავაზე:
-	ხილი ხომ არ გნებავთ? 
-	არა, მადლობა.
-	რაზე ფიქრობთ? რატომ ხართ მოწყენილი?
-	არვიცი, რას ვგრძნობ. თითქოს ბედნიერი ვარ,  რომ ჩემი ტანჯვა დასრულდა, ამავდროულად კი ჩემს შვილზე ვდარდობ. ძალიან მოწყენილია.  მამაჩემიც ხშირად სცემდა დედაჩემს, ზუსტად ვიცი რას გრძნობს ეხლა. სწორედ  ამიტომ ვუმალავდი ჩემს ბიჭს ამ ყველაფერს.        
-	მისმინეთ ვფიქრობ ყველაფერი კარგად იქნება. შევეცდები დაველაპარაკო და გავიგო რაზე ფიქრობს და როგორ არის.  თქვენ არ ინერვიულოთ. 
-	მადლობა, საყვარელო
asცოტახანში ქალი კარავში შევიდა. მე კი კვლავ მდინარის ცქერით ვტკბებოდი და  იმ ბიჭზე ვფიქრობდი.  გამთენიისას გამეღვიძა,  წყალში ვეღარ გავძელი და ნაპირას ამოვედი. კარავთან მივედი და შევიხედე. დავინახე  დედას შვილი გულში ჰყავდა ჩაკრული, მათგან რაღაც ძლიერი,  მაგიური ენერგია მოდიოდა. ვგრძნოდი ჩემს თავში რაღაც იცვლებოდა. ამ ქალთან შეხვედრის შემდეგ  უმნიშვნელო მომენტებიც კი მაბედნიერებდა. მივხვდი, რომ ის ჩემთვის მნიშვნელოვანი ადამიანი გახდა, რომლის გაშვებაც ადრე თუ გვიან მომიწევდა. ნელ-ნელა უნდა შევგუებოდი იმ ფაქტს, რომ ისინი ერთხელაც წავიდოდნენ. ამაზე ფიქრში ღამეები სწრაფად გადიოდა. ერთ დილას ძალა მოვიკრიბე და ის ბიჭი ჩემს საყვარელ ადგილას წავიყვანე.  ქვაზე ჩამოვჯექით და ვუთხარი:
-	პირველ რიგში ბოდიშს გიხდი იმის გამო,  რომ ამდენი ხანი ხმა არ გამიცია შენთვის.  აქ იმიტომ მოგიყვანე, რომ მინდოდა თავი უკეთ გეგრძნო და დაფიქრებულიყავი ყველაფერზე.  არ ვიცი რას გრძნობ და რას ფიქრობ, მაგრამ შემიძლია მოგისმინო. ვფიქრობ შენი გრძნობების გაზიარება სხვასთან დაგეხმარება.   მთავარი ისაა, რომ გულწრფელად მითხრა რაზე ფიქრობ და რა გაწუხებს.
რამდენიმე წუთი გაუნძრევლად იჯდა თვალებს,  აქეთ-იქით აცეცებდა და დარწმუნებული ვარ ფიქრობდა. არ ვაჩქარებდი. მინდოდა სრულყოგილი პასუხი გაეცა,  ცოტახანში კი მითხრა:
-	ბოდიში  მე მაქვს მოსახდელი. იმის გამო,  რომ შენთან პირველი შეხვედრისას სახლიდან გაგაგდე.  იმის გამო,  რომ ასე ცივად მოგექეცი მეორე შეხვედრის დროსაც, იმის გამო, რომ ხელი გატკინე. მადლობა უნდა გადაგიხადო იმისთვის, რომ დედაჩემს დაეხმარე და ზურგი არ აქციე.  მადლობა,  რომ მამაჩემის ნამდვილი სახე დამანახე,  რადგან შენ,  რომ არა ამას ძალიან გვიან ან საერთოდ ვერასდროს გავიგებდი. თავს ცუდად ვგრძნობ. ამას დედას არ ვეუბნები, ვდილობ არ შევიმჩნიო.  საშინელებაა,  როცა ისეთი ადამიანისგან იმედგაცრუება,  რომელიც ამ ქვეყნად ყველაზე და ყველაფერზე მეტად გიყვარდა.  სიმართლე,  რომ გითხრა დედაზე მეტად მამა მიყვარდა.  ბავშვობაში ყოველთვის მეგონა, რომ მამას უფრო მეტად ვუყვარდი. ეხლა კი,  როცა ვიხსენებ იმ წამებს, სადაც მას ვუღიმოდი და მსოფლიოში საუკეთესო მამას ვეძახდი ჩემი თავი საშინლად მძულს. ეხლა ვხვდები რა მარტივად შეუძლიათ ადამიანებს გულისტკენა. მთავარი ეხლა ისაა, რომ შენი წყალობით მაქვს შანსი ჩემი შეცდომები გამოვასწორო და დედას ცხოვრება გავულამაზო. მადლობელი ვარ, რომ ჩემს ცხოვრებში გამოჩნდი.
     მისმა სიტყვებმა  გული ამიჩუყა, მაგრამ არ მინდოდა მას შეემჩნია.  რამდენიმე წთ-ში მითხრა:
-	ქალაქში მცირე სამუშაო ვიპოვნე, მე და დედა ცოტახანში გადავალთ. 
-	კარგი, ჯობს წახვიდე და დედაშენს უთხრა რას ფიქრობ. შენზე ძალიან ნერვიულობს.
-	ფიქრობ სიმართლე უნდა ვუთხრა? ის ხო ინერვიულებს. 
-	უთხარი ის რაც, მე მითხარი და დამიჯერე არ ინერვიულებს, ეს სიტყვები მისთვის შვება იქნება. მიდი, წადი
-	კარგი მადლობა, ძილინების
-	ძილინების. 

მე კი ცოტახნით იქ დარჩენა გადავწყვიტე. ცა დღეს რაღაც განსაკუთრებულად ბზინვარებდა,   თითქოს ზემოდან ვიღაცამ ბრჭყვიალები დააყარა.  ჩემი ძმა ძალიან მენატრებოდა. მისი ყავისფერი თვალები როგორ ციმციმებდა ვარსკვლავების დანახვისას, მუქი თმები როგორ ქანაობდნენ ცურვის დროს,  ანდაც როგორ მეკრობოდა საჩუქრის დანახვის დანახვისას. ძალიან მინდა ისევ ისე ჩამეხუტოს როგორც, მაშინ და მითხრას,  რომ სამყაროში საუკეთესო და ვიყავი. იმ ღამით ძალიან ტკბილად ჩამეძინა. დილით ხილის მოსატანად, რომ უნდა წავსულიყავი ქალმა  გაბრწყინებული სახით მიმიხმო და მითხრა:
-	საუკეთესო ადამიანი ხარ . 
-	რა მოხდა?
-	გუშინ მე და მან ვილაპარაკეთ. მითხრა,  რომ შენ ურჩიე ჩემთან მოსულიყო და ყველაფერი ეთქვა. მადლობა.
-	მიხარია,  რომ ყველაფერი კარგად მიდის. 
მივხვდი რომ ეს ქალი ძალიან შემიყვარდა. პირველად შემიყვარდა ადამიანი ჩემს ცხოვრებაში. მაგრამ ეს იმას არ ნიშნავდა, რომ წარმოდგენა შემეცვალა  სხვა ადამიანებისადმი. მე კვლავ არ მიყვარდა ადამიანები.  მოგვიანებით ბიჭი დავინახე და მივესალმე
-	გამარჯობა, როგორ ხარ?
-	კარგად შენ ?
-	მეც. სამსახურში მივდივარ. 
-	წარმატებები
მომავალ კვირას დილით ერთად ვისადილეთ. ამ დროს კი ბიჭმა მითხრა
-	მხოლოდ ხილი როგორ გყოფნის? რატომ არ ჭამ სხვა რაღაცეებს, დედაჩემი თევზს იდეალურად წვავს, დეე გააკეთე რა
-	არა! არ გააკეთოთ.
მათი გადმოსახედიდან ვიცოდი, რომ ზედმეტად მძაფრი რეაქცია მქონდა, მაგრამ ვერაფერი ავუხსენი. საღამოს ჩემს საყვარელ ადგილას წავედი და ის ბიჭი დავინახე. ქვაზე იჯდა და თავის ლამაზ ყავისფერ თვალებს ცაზე,  ღრუბლებს ეთამაშებოდა და სწორედ მაშინ დამეუფლა რაღაც ძალიან უცნაური გრძნობა. არ ვიცოდი რა იყო?  კარგი იყო თუ ცუდი? მაგრამ სასიამოვნო ნამდვილად იყო. მივუახლოვდი და გვერდით დავუჯექი. შემომხედა და მითხრა 
-	შეხედე რა საოცრება ხდება ცაზე, როგორ შეიძლება მისი არსებობა, ასეთი მაგიური რამის. ვარკვლავები ძალიან ლამაზები არიან თითქოს და ისინიც არსებები არიან და იქ ცხოვრობენ. ყოველთვის მჯეროდა ამის. რატომ ცხოვრობ კარავში მარტო? 
 ეს ზედმეტად მოულოდნელი კითხვა იყო. როგორ შეძლო თემის ასე რადიკალურად შეცვლა?! ვერ მივხვდი. არ ვიცოდი რა მეპასუხა. მაგრამ შემდეგ დედას სიტყვები გამახსენდა , ერთხელ მითრა,  რომ არასდროს არავინ არ უნდა მომეტყუებინა,  რადგან ტყუილი ცუდი იყო. ის ანგრევდა ურთიერთობებს.  ამიტომაც ვუთხარი:
-	მე ცოტა ხნის წინ ჩამოვედი. ქალაქში სახლი არ მქონდა, ამიტომ აქ გადავწყვიტე დაბინავება. ძალიან შემიყვარდა ეს ადგილი. ჩემი საყვარელი ქვა სწორედ ეს არის. აქ შემიძლია ვიფიქრო. ქალაქისგან, ხმაურიდგან ძალიან შორს. წყალში ყოფნა მიყვარს. ჩემი მეორე სახლი ის არის. ამიტომაც ვცხოვრობ აქ კარავში. 
საუბარი აღარ გავაგრძელე. ტკბილად დავემშვიდობე და წამოვედი. გზად დედამისთან შევიარე მაინტერესებდა როგორ იყო. როცა შევედი ხელით ზეწარზე დამსვა,  გვერდით მომიჯდა და მკითხა რა პრობლემა მქონდა. რატომ ვიყავი აქ მარტო. მითხრა, რომ ეს ადგილი ზედმეტად მარტოსულია მარტოსული ადამიანისთვის. მე კი სიმართლის თქმა გადავწყვიტე. რადგან ვფიქრობდი, რომ ის სწორად გამიგებდა და არ ეცდებოდა ჩემს შეცოდებას. ეცდებოდა დავემშვიდებინე ამიტომ ჩემი ოჯახის ამბავი მოვუყევი. ავტირდი და მხარზე თავი დავადე,  მან კი მითხრა:
-	 არ ინერვიულო, მთავარი ის არის რომ შენ კარგად ხარ და,  რომ ისინი ისევე ძლიერ გიყვარს როგორც მაშინ. ვიცი,  ვერანაირი სიტყვა ვერ დაგამშვიდებს,  რადგან ამასთან გასამკლავებლად არანაირი სიტყვა არ არსებობს. ვიცი,  ძალიან მტკივნეულია საყვარელი ადამიანების დაკარგვა,  რადგან მეც დავკარგე დედა. დედა,  რომელიც ძალიან მიყვარდა და ერთადერთი იყო ვისაც ნამდვილად ვუყვარდი, თავიდან  ძალიან ცუდად ვიყავი,  მაგრამ დრო და დრო ამ ტკივილს ეგუები. ხვდები,  რომ ის არსად არ წავა და უნდა ისწავლო მასთან ერთად ცხოვრება. უბრალოდ იცოდე,  რომ ჩვენ აქ ვართ და ისინი არა,  მაგრამ ვალდებულები ვართ,  არა მხოლოდ საკუთარი თავისთვის არამედ მათთვისაც ვიცხოვროთ. რადგან მათ ენდომებოდათ, რომ ბედნიერები ვყოფილიყავით.  განა ყველა მშობელს ეს არ უნდა?!  იმედი მაქვს მალე კარგად იქნები, იცოდე,  რომ შენ მარტო აღარ ხარ და არც იქნები, რადგან მე და ჩემი შვილი შენი განუყოფელი ნაწილები ვართ, არა დღეიდან, არამედ იმ დროიდან,  როცა ჩემს ფანჯარაში შემოიჭყიტე. სწორედ მაქედან მოყოლებული იყავი ჩვენი ოჯახის წევრი და ძალიან გვიყვარხარ. შენ მარტო აღარ ხარ. მიყვარხარ ჩემო გოგო!
როცა ამ ყველაფერს ამბობდა თავში სულ ის მიტრიალებდა,  რომ სიმართლე ბოლომდე ვერ ვუთხარი. ვერ ვუთხარი,  რომ უცხოპლანეტელი ვიყავი და შორეული პლანეტიდან ჩამოვედი. მეგონა შეეშინდებოდათ ჩემი და ახლოს აღარ მოვიდოდნენ ან უარესი,  საერთოდ არ დაიჯერებდნენ ამას და ფსიქიატრიულში წამიყვანდნენ.  ამიტომ არაფერი ვთქვი ჩემს წარმოშობასთან დაკავშირებით. ნაწილობრივ მიხაროდა,  რომ ის სიმართლის ნაწილი   მაინც ვუთხარი,  რომლის დამალვაც, ძალიან რთული იყო.  დღეები ძალიან მალე გადიოდა . დაახლოებით ორი კვირის შემდეგ კვლავ ვილაპარაკეთ მე და მან.  კვლავ ჩემს საყვარელ ადგილას,  რომელიც უკვე ჩვენი შეხვედრების ადგილად იქცა. იქვე ქვის პირას ჩამოვჯექი და ვუთარი:
-	           ადამიანები ყოველთვის ცდილობენ აღმოაჩინონ და გაიგონ ის,  რაც სამყაროში ამოუცნობია. უთვალავი კითხვები აქვთ, მაგრამ პასუხების ძიება არც ისე მარტივია. ამას წინათ ქალაქის ბიბლიოთეკაში ვიყავი და სადღაც წავიკითე,  რომ არსებობს ისეთი რამ,  რაც არ უნდა გაიგო.  ზოგი რამ,  უბრალოდ ამოუცნობი უნდა იყოს,   მაგრამ ამ ხალხს არ უნდათ ამის აღიარება. ისინი მაინც ეპოტინებიან იმ სირთულეებს, რომელთანაც გამკლავება ძალიან რთული და საშიშია. არვიცი რატომ, მაგრამ  ამის შენთან გაზიარება მინდოდა. 
ხელი ჩამჭიდა  და მითხრა, რომ ნებისმიერ დროს,  ნებისმიერ თემაზე შემიძლო მელაპარაკა.  იმაზეც თუ რატომ მქონდა იმ დილით  სადილის გაკეთებაზე ზედმეტად მძაფრი რეაქცია. ამჯერად ის ვუთხარი, რასაც ვფიქრობდი და დამეთანხმა. მითხრა,  რომ ამაზე აქამდე არ დაფიქრებულა და რომ ყველაფერზე ფიქრი ჩემთან შეხვედრის შემდეგ დაიწყო. ძალიან გამეხარდა ამის მოსმენა. ესეც ხომ ერთგვარი დახმარება იყო. მიხაროდა მათთან დროის გატარება და არასდროს  გვილაპარაკია მათ წასვლასთან დაკავშირებით იმ საღამომდე,  როცა ბიჭი სამსახურიდან დაბრუნდა და დედამისს უთხრა, რომ საკმარისი ფული ჰქონდათ ბინის დასაქირავებლად. ორივენი ისეთი ბედნიერები იყვნენ, რომ უნებურად მეც ღიმილი დავიწყე. ვუთხარი,  რომ ძალიან მომენატრებოდნენ. ამ დროს კი ქალმა და ბიჭმა ყურში ჩურჩული დაიწყეს. ვიფიქრე, რომ მარტო დარჩენა სურდათ ამიტომ,  შევტრიალდი და წასვლა დავაპირე, როცა დედა-შვილი მომიახლოვდა და მითხრეს,  რომ მეც შემეძლო მათთან ერთად წასვლა. თავიდან არ მინდოდა მათ ხარჯზე ცხოვრება მაგრამ ის ქალი ისეთი თვალებით მიყურებდა რომ ვეღარ გავუძელი და დავთანხმდი. როგორც გავიგე ხვალ უნდა გადავსულიყავით, ამიტომ  ადრე დავწექით. დილით ადრე გავიღვიძე,  თევზებს დავემშვიდობე, ლიფსიტებს მოვესიყვარულე და ცოტა ვეთამაშე,  შემდეგ ჩემს საყვარელ ადგილას წავედი. იმ დღეს ცა ძალიან მოღრუბლული იყო,  თითქოს ყველა ღრუბელი ჩემთან დასამშვიდობებლად მოვიდა. ცოტახნით გავჩერდი. ფიქრი ჩემს მშობლებზე დავიწყე  და კვლავ სიკვდილს მივადექი. ერთადერთი რამ რისი ზიზღიც შემეძლო ეს სიკვდილი იყო. ძალიან ბევრჯერ როცა მარტოსულობას ვგრძნობდი ჩემს თავს ინსტიქტურად ვუსვამდი კითხვას რა მოხდებოდა,  რომ არა სიკვდილი. ვიცი ძალიან უაზრო კითხვა ჩანს მათთვის ვისთვისაც საყვარელი ადამიანების დაკარგვა უცხოა (თუ არსებობს საერთოდ ასეთი ვინმე).  ყველაზე საშინლად თავს  ვგრძნობ რადგან  არ ვიცი სად არიან ისინი. არ ვიცი,  რა ხდება სიკვდილის შემდეგ?! რის თუ არა რამე სივრცე სადაც ისინი ერთად არიან?! თუ უბრალოდ  გაქრნენ?!   გაურკვევლობა მიღებს ბოლოს და მე ვერაფერს ვაკეთებ. უძლური ვარ. მინდა მჯეროდეს,  რომ ისინი სადღაც თუმდაც,  ძალიან შორს მაგრამ,  კარგად არიან. მჯეროდეს მაგრამ....
              კარავთან დაბრუნებისას ვნახე დედა-შვილი  როგორ ალაგებდნენ თავიანთ ნივთებს. ჩემი ჩემოდანი მათთან მივიტანე და ქალაქში წავედით. იქ სადაც ჩემთვის ყველაფერი უცხო და მიუღებელი იყო. იქ სადაც უამრავი ცუდი ადამიანი ერთად ცხოვრობდა. ბინაში შესვლისას საშინელი უწესრიგობა ვიგრძენი, მაგრამ ლამაზი ფერებით მოხატული კედლები შევნიშნე.  თითქოს აქ ოდესღაც მხატვარი ცხოვრობდა. ალბათ ამიტომ იყო იაფი ბინა, მაგრამ ჩვენთვის სრულიად საკმარისი. ორი ოთახი იყო ერთში მე და ქალბატონი მოვეწყვეთ,  მეორეში კი მისი ვაჟი. ბინის პატრონი მალე წავიდა. ჩვენ სამნი დავრჩით,  როგორც ერთი ოჯახი. ძალიან ბედნიერი ვიყავი და მინდოდა რამე გამეკეთებინა ამიტომ სახლის მილაგება დავიწყე.  ამასობაში საჭმელიც გაამზადეს. ახლა მხოლოდ იმაზე ვფიქრობდი,  რომ ამდენი ხნის შემდეგ პირველად შევჭამ სახლში დედის მიერ გაკეთებულ სადილს.  ამასობაში სახლის დალაგებასაც მოვრჩით და მაგიდას მივუსხედით. ისინი ღმერთს მადლობას ეუბნებოდნენ, მე არ ვიცოდი ეს რას ნიშნავდა,  ამიტომაც მეც თავის მოჩვენება დავიწყე და ერთად ვილოცეთ.  ვახშმის დასრულების შემდეგ ჭურჭელი გავრეცხე,  ნაწილობრივ გული მწყდებოდა იმ ადგილის დატოვება,  რომელმაც მიმიღო მიუხედავად ჩემი გარეგნობისა. ვიცოდი რა რთულიც იყო წყალში ცხოვრება  მათი ბინადრებისთვის,  მე ხომ იმ ადამიანებს ვახსენებდი  რომლებმაც, საყვარელი თევზები დაიჭირეს გამოშიგნეს და შეწვეს. ამის გამო საკუთარი სხეული მეც საშინლად მეზიზრებოდა,  მაგრამ სხვა გზა არ მქონდა. უნდა მივჩვეულიყავი ჩემს ამჟამინდელ მდგომარეობას.საღამოს ტელევიზორის ყურების დროს ვთქვი:
-	მინდა სამსახური მქონდეს, არ მინდა უსაქმოდ ვიჯდე  სახლში ამიტომ,  ხვალ გარეთ გავალ, იქნებ რამე ვნახო. 
-	რად გინდა შვილო მუშაობა, რამე თუ დაგჭირდება გვითხარი, განა ჩვენი ოჯახის წევრი არ ხარ?!
-	დიახ, ვარ. უბრალოდ მინდა საკუთარი საქმე მქონდეს, და არ მინდა თქვენს კისერზე ვიყო. 
-	კარგი შვილო როგორც გინდა. 
საღამოს ადრე დავწექი,   ორივეს თბილად  დავემშვიდობე. სანამ დავიძინებდი  მათზე ვფიქრობდი.  ვიცოდი,  იოლი არ იყო ისევ ქალაქში დაბრუნება,  იქ,  სადაც უამრავი მოგონება ჰქონდათ მაგრამ გადავწყვიტე რომ მათი მოგონებები ჩვენით შემეცვალა. ძალიან მალე ჩამეძინა მეორე დილით გვიან ავდექი, გავემზადე,  ვისაუზმე და ქალაქში გავედი. გზაში ვფიქრობდი რა უნდა გამეკეთებინა. მე ხომ თითქმის არაფერი ვიცოდი ამ პლანეტის შესახებ. ქუჩა-ქუჩა დავდიოდი და ვფიქრობდი. ამ დროს კი ვიღაცამ მკითხა,  ვიშოვნე თუ არა სამსახური? როგორც აღმოჩნდა ის იყო.  როცა გაიგო,  რომ ვერაფერი ვნახე მითხრა,  რომ ჩემთვის სამუშაო მან იპოვა. ქალაქის ბიბლიოთეკაში მივედით, უფროსს შევხვდით და  მითხრა, რომ წიგნების  დალაგება იყო ჩემი მოვალეობა. ძალიან გამეხარდა,  ჩემს პლანეტაზეც გვქონდა მსგავსი რამ და იქაც ბევრს ვკითხულობდი. ზუსტად ისეთი სამსახური მიპოვნა,  როგორიც მინდოდა. ძალიან გამახარა,   ლოყაზე ვაკოცე და საქმეს შევუდექი. მისი სახის   ნაკვთების დავინახვისას გამეღიმა და ზურგი შევაქციე,  რომ არ დავენახე.  ყურადღება აღარ მიმიქცევია,  ისიც მალევე წავიდა. საღამოს სახლში დავბრუნდი და ვახშამი გავაწყვეთ. ქალბატონმა მკითხა:
-	როგორ ჩაიარა შენმა პირველმა სამუშაო დღემ?
-	შესანიშნავად, თქვენი შვილის დამსახურებით. 
-	ხოო, გავიგე ეგ ამბავი, ძალიან მიხარია ასე კარგად, რომ უგებთ ერთმანეთს. 
   ის ისევ გაშტერებული შემცქეროდა,  არ მინდოდა დედამისს რამე შეემჩნია ამიტომაც გამოფხიზლება მომიწია და ვთქვი : 
-	ხვალ ცოტა დამაგვიანდება,   მდინარეზე გასვლას ვაპირებ. 
-	მარტო რატომ უნდა იარო ჩემი ბიჭი გაგაცილებს. 
-	არა , მადლობა მირჩევნია მარტო წავიდე.  
იმ ღამით ძალიან ტკბილად მეძინა.  დილით ადრე გავედი,  სამსახურში საკმაოდ დიდხანს შემოვრჩი.  ჩემმა მეორე თანამშრომელმა ბევრი სამუშაო მე გადმომაბარა. არ მეზარებოდა ამ დავალების  შესრულება,  უბრალოდ ესეთი  საქციელები კიდევ უფრო მარწმუნებდნენ იმაში რაც თავიდანვე გავიაზრე, რომ  ადამიანები დაუნდობლები არიან და  საკუთარი თავის მეტი  სხვა არავინ აინტერესებთ. სამსახურიდან მდინარეზე ფეხით წავედი და წყალში შევედი. თევზების უმრავლესობა იქ აღარ იყო. ზოგიერთისგან  გავიგე,  რომ იქ ვიღაც კაცი დიდი ბადით მისულიყო და  გაქცევა მოუწიათ. გული დამწყდა,  რომ ვერ ვნახე მაგრამ გამეხარდა რომ გაიქცნენ და ვერ დაიჭირეს. ცუდ ხასიათზე დავდექი და წყლის ფსკერზე ჩავიმალე როგორც ვიცი ხოლმე. ვფიქრობდი როგორ აკეთებდნენ ამას ადამიანები. ნუთუ ერთხელ მაინც არ დაფიქრებულან,  რომ ყველას თავისი ცხოვრება და ოჯახი ჰყავს და მხოლოდ ადამიანები არ ცხოვრობენ აქ.  ძალიან ცუდად ვგრძნობდი თავს,  იმდენად,  რომ მეგონა მალე ავფეთქდებოდი,  ამიტომ ჩემს   საყვარელ ადგილას წავედი. ცის ყურებისას დავივიწყე ადამიანების არსებობა და ჩემი სამყარო წარმოვიდგინე. როგორ მეხუტება დედა და როგორ მღერის ჩემი ძმა,  მამას კალთაში. ფიქრებში გართულს უკნიდან ვიღაცამ ხელი დამადო,  გავიხედე და ის დავინახე. გაბრაზებული ხმით ვკითხე:
-	აქ რას აკეთებ?
-	დედამ მთხოვა უკან გამოგყოლოდი, ძალიან ნერვიულობდა. 
-	შეიძლება შენს გვერდით დავჯდე?
-	კი.
-	რაზე ფიქრობ? 
მინდოდა სიმართლე მეთქვა,  რადგან ვგრძნობდი როგორ იცვლებოდა ჩვენი გრძნობები. არ მინდოდა ამ ყველაფრის დაკარგვა,  მაგრამ უფრო დედის იმედგაცრუების მეშინოდა. განა დედამ არ მითხრა, რომ არასდროს შემრცხვენოდა საკუთარი  თავის და ყოველთვის ის ვყოფილიყავი ვინც ნამდვილად ვიყავი. უკვე ძალიან ბნელოდა, თითქოს მთვარემ სიკაშკაშე დაკარგა, ვფიქრობდი რომ ეს ნიშანი იყო,ბოლო მომეღო სიცრუისთვის. ამიტომ ვუთხარი:
-	მე დედამიწიდან არ ვარ....
0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი