ია
სხვა არაფერი, ის მინდა, ფრთხილად შეგახო ტუჩები, როცა ნაზამთრალ მიწიდან ამოხვალ, ამოლურჯდები. მოვალ და გადაგიკოცნი თვალებს-საყვარლად გახელილს. ეს შენ ხარ ფერი სიცოცხლის, გაქვს უნაზესი სახელი. მე მიყვარს შენთან ჩურჩული და შენი ფიქრში შენახვა. შენა ხარ ჩემი ოცნება, ჩემი ბავშვობაც შენა ხარ!
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
© POETRY.GE 2013 - 2024
@ კონტაქტი
0 კომენტარი