ცუგა და ფისო
როგორც წინათ, ჩვენი ცუგა ბევრს არაფერს ითხოვს, კუდის ქნევით ეხვეწება ხეზე ასულ ფისოს: - ჩემო ფისოვ, ჩემო კარგო, რად დამცქერი ხიდან?! ძირს ჩამოდი, ყურში ჩუმად რაღაც უნდა გითხრა. მაგრამ ცუგას ჩვენი ფისო იცნობს, კარგად იცნობს. ჰოდა, ღიმილს ვერ იკავებს, ეცინება ფისოს: - არა, ცუგავ, ძირს ჩამოსვლას მე ვერაფრით შევძლებ. თუ საქმე გაქვს, იქნებ თავად ამობრძანდე ხეზე.
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
© POETRY.GE 2013 - 2024
@ კონტაქტი
0 კომენტარი