დათვის ბელლო


-დათვის ბელო სად მიდიხარ?
საით ამ ტყის შვილო?
-ვერა ხედავ, თოვლი მოდის,
უნდა დავიძინო.

ჩემ ბუნაგში მეც დავიგე
ფოთოლი და თივა.
იქ ზამთარი რას დამაკლებს,
თბილა, ისე თბილა,

არც სიცივე შემაწუხებს,
არც შიმშილის შიში,
დავწვები და ჩემ ფუნთუშა
თათს ჩავიდებ პირში.

მერე ვიდრე არ დათბება
არ გავახელ თვალებს
და მთელ ზამთარს,
ამ ცივ ზამთარს,
ძილში გავატარებ.

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი