შე კუდმაკრატელა, შენა!..
ბევრჯერ გადმოლახე ზღვები, ან კი როგორ შეძელ ფრენა, ე მაგ პაწაწინა ფრთებით, შე კუდმაკრატელა, შენა?! კვირტით და სიმწვანით სავსე ისევ მომიტანე სითბო, რომ კვლავ შემოგისვა მხარზე, ჩემო გაზაფხულის ჩიტო! ქარებს ამარიდე აშარს, ზამთრის დამანახე ბოლო. მოდი, გელოდები, აქ ვარ, კვლავ საქართველოში ვცხოვრობ!
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
© POETRY.GE 2013 - 2024
@ კონტაქტი
0 კომენტარი