ისეთი ბიჭი ვიქნები


ჩემი ჭკვიანი წიგნები
დამიდგებიან თავდებად, -
ისეთი ბიჭი ვიქნები,
ქართველს რომ გაუხარდება.

მტერსაც რომ უყვარს შექება,
ოღონდ ვაჟკაცურ ფიქრებით,
ისეთი გული მექნება,
ისეთი ბიჭი ვიქნები!

ვერ მომერევა სიყალბე,
უსახური და მლიქვნელი.
მე რომ დედა არ მიყვარდეს,
მე რომ მამა არ მიყვარდეს,

სამშობლო რომ არ მიყვარდეს,
რაღა ქართველი ვიქნები?!

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი