წელო ახალო...


ჩვენთან ხარ, წელო ახალო,
დიდხან ველოდით ამ წუთებს.
არც თოვლის მოსვლას მოგთხოვთ და
არც ლამაზ-ლამაზ საჩუქრებს,
რადგან სულ სხვა რამ გვაფიქრებს
და სულ სხვა რამე გვაწუხებს.

ჩვენ პირფერობა არ ვიცით,
ვართ ოცნებების ამარა.
ვინც გვიყვარს, მართლა გვიყვარს და
ვინც არა, ვამბობთ, არ ვმალავთ.

ჰოდა, კეთილი ინებე,
რა გზასაც გინდა მიმართე,
ოღონდ უფროსებს, წელს მაინც,
ალაპარაკე სიმართლე!

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი