ლოლისფერ ღრუბლებს გააყოლე წვიმის ..
ლოლისფერ ღრუბლებს გააყოლე წვიმის ტკივილი გამოუთქმელი მდუმარება დაჰყვება ფიქრებს რამდენს დაიტევს ეს წყეული უძირო გული და რამდენს ითმენს ღვთის მოშიშე ადამიანი. გვერდი აქციე ყველა მზერას პირქვე დაამხე და მოლოდინი ისე გტანჯავს, როგორც არასდროს დაგავიწყდება გაიხსენებ, მაგრამ არაფრით მეტი არ ხარ, ვიდრე იყავი... ან რაღა დაგრჩა საამაყო, როცა იცი, რომ ბოლომდე მოკვდი, თეთრ კუბოშიც აღარ ეტევი გაგიჟებული შენი ტანი დაგაქვს ბეჭებით და ისე გიჭერს ეს სამყარო ცივი ხელებით. თავი დახარე კუზიანმა იცი, რაც არის ვერაგი მზერა, ირონია, შური ყველაფრის დაუტანჯიხარ ამ სიცრუეს და მაინც ბედავ! ბოლომდე გერქვას ღვთისმოშიშე ადამიანი. მაინც მიდიხარ, რომ წაიღო ყველა სევდა, ყველა ტკვილი დამძიმებული ერთი წვეთი დაგაქვს სინდისი. გაირინდები, გაოცდები. სარკის ანარეკლს შეხედავ, თუმცა ვეღარ იცნობ მზერას არიდებ. შეგეშინდება ცოდვებმა, რომ ამოგახველოს პირქვე დაემხო, გულიანი მორთო სიცილი... გადაივიწყებ ამ ტკივილებს, და მაშინ ნახავ ვის არ იცნობდი, მაგალითებრ საკუთარ თავსაც. გამოფიტული, მოწეული სიგარასავით დაიფერფლები და ბოლო ნაპასს ისე ჩაატან ამ ყველაფერს გულის სიღრმემდე, ამოგახველებს ფილტვებმა, რომ ამოგატანოს ის ყველა ცრემლი, ყველა სევდა, ყველა ტირილი, რომ ღმერთმა იგრძნოს შიში ცოდვის, შიში გვემის, ამქვეყნიურ დიდი ტკივილის!..
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
© POETRY.GE 2013 - 2024
@ კონტაქტი
0 კომენტარი