ერთი ამბავი


ერთი ამბავი

კარდონის ქოხში მცხოვრები ქალი
სულით სპეტაკი, მშრომელი წრფელი
ყოველდღე დგება,
ყოველთვის ცისკრის ნათელზე ადრე 
შემოიძენძავს საბურველს ცვეთილს
მიდის, მიათრევს ლოდებს და ტკივილის

დარდად დაჰყვება შვილებზე ფიქრი
იტანს სიცივეს, შიმშილს და წუხილს
ყოველდღე თავის შეკერილ ძონძებს
ყიდის, ყიდულობს ბაზარში ხორაგს
და ახსენდება მოხუცი დედა, 
ქვრივი, ობოლი, ბებერი ქალი შვილის სიკვდილმა, რომ დააბერა


ახსენდება და ინახავს საკვებს 
მშობლისთვის ცალკე 
ცალკე შვილისთვის
დაუსრულებლად გრძელდება ასე 
დღეები გადის, იცვლება ყველა, ყოველ აღმართზე უცდება ფეხი
ეცემა, დგება
და აკოწიწებს
მკლავებს და ფეხებს
მოწყვეტილს, დაღლილს.

დაგლეჯილს სხეულს აკერებს ნემსით
სხეულთან, რადგან წამოდგეს შემდეგ
წამოდგეს ისევ 
კიდევ და  ბევრჯერ...

ქვასავით ხდება
თავის გული 
და ქალიც ხვდება
აღარ აქვს აზრი
ომსა და ჭიდილს
ამდენი ბრძოლის
ვაების 
შემდეგ
ისეთი არ ხარ,
როგორიც
უწინ...

ე.მარღია

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2026

Facebook Telegram კონტაქტი