იოლი


ქუჩებში გახვალ  და დახლებთან ბებოებს
უწყვიათ ჭიქებით მზესუმზირები
პირამდის უხვი და ბავშვობის სურნელით
სავსეა ჭიქა 
და
მაინც რაოდენ ღრმა არის?
რამდენი თავსდება
სევდა და ტკივილი
რომ მთელი ბავშვობა ეტევა ჭიქაში...
ვინ მოთვლის რამდენი ზამთარი
არჩინეს
ხელებმა 
ყინვაში გათოშილ სხეული
ანდაც 
ვინ იცის რა უჭირს ბებოებს?!
შვილმკვდარი მშობლები
ქუჩაში ცხოვრებით
არჩენენ ოჯახებს
ირჩენენ ჭრილობებს
დამჭკნარი ხელებით
სახეზე ღიმილით
ყიდიან 
იხვეჭენ დასაწვავ კაპიკებს
და თუ შენ
არ გშია
არ გცივა
არ გძინავს ქუჩაში
არ უნდა დარდობდე?
უცნობის ნაღველზე!..

ძალიან იოლი გამოდის ცხოვრება
თუ ცხოვრობ მარტოდენ 
საკუთარ ტკივილით...

ე.მარღია

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2026

Facebook Telegram კონტაქტი