თუ წერას გავუძლებ
ერთხელაც, როდესაც დამიკრეფ ყვავილებს და მეტყვი ვაშენოთ სახლ-კარი არ ვიცი თუ წერას გავუძლებ პოეტებს სცოდნიათ სხვაგვარი სევდა და იქნება არ გიღირს შეწირო ცხოვრება სულებს და სხეულებს მინდოდა ყოველთვის ამეგო ტაძარი, ავად ვარ და როგორც სნეულებს არ შველით შეწევნა კურნება იარის, მუდმივად ნარჩენი ნიშანის ვმარცხდები ყოველდღე, შემეშვი! დამტოვე მარტოღა არეულ ფიქრებთან ვნებაა ცხოვრება და მხოლოდ ტკივილის თუ ძალუთ მორჩენა, დროება ყოველთვის დატოვებს ნაკვალევს ვერ ვძლიეთ ცდუნების გულისთქმას ამიტომ ვიქეცით ამგვარად! ყოველთვის, როდესაც ძილის წინ ვღაღადებთ საკუთარი თავისთვის ვინ უწყის ვაი თუ ამ ღამეს აივტანთ! განთიადს ვილოცოთ სხვათათვის... ე.მარღია
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
0 კომენტარი