ვერლიბრებს
ვერაფრით შევეშვი წერას და ვერლიბრებს მე ისევ თან დამაქვს ვერაფრით ვეშვები თუ გინდა გაიგო, რატომ ვარ ესეთი მიყურე სხეულზე მატყვია ლექსები მიყურე თვალებში თუ გინდა ჩამხედო სულში და მიხვდები რატომ მკლავს ტკივილი ჭრილობებს შეეხე თუ გინდა გაიგო საიდან მოვდივარ რის ფასად ვიცვლები თუ გინდა გაიგო რა კურნავს იარებს შეხედე ტიტებს და ჩემს გულის სიღრმეში არ მოგცემ უფლებას ხელახლა დაგლიჯო ისედაც დღითიდღე მიწაზე ვეცემი თუ გინდა გადარჩე, შემოდი საყდარში რომელშიც უფალი ყველასთვის ლოცულობს ჯვარიც რომ ამკიდო ვიცი რომ გამიგებ ცდუნებებს გავუძლებ იუდა მოვკალი.... ვერაფრით შევეშვი წერას და ვერლიბრებს მე ისევ თან დამაქვს ვერაფრით ვეშვები თუ გინდა გაიგო, რატომ ვარ ესეთი მიყურე სხეულზე მატყვია ლექსები ელენე მარღია
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
0 კომენტარი