მარტოსულები


ისევ წუხილი არეულ ფიქრებით სავსე
შორი მანძილი ნაბიჯები გადასარჩენად
ამ ამაზრზენი სიცოცხლიდან
სიყვარულს ვირჩევ
და რაღა დამრჩა!
რაღა დამრჩა
აწი სათქმელად

ომში დაკარგულ მიწასავით
ვშორდები ქალაქს
ნაცნობ აივნებს
ძველისძველ სახლებს
და დახლებს ისევ შემოვახვევ
სევდისფერ სახეს
და დაე ნახონ თუ რაოდენ
მტანჯავს განგება

ქუჩები კარგავს ტალანტებს და
ღმერთია მოწმე
ჩვენ პოეტები, რომ
ყველაზე მარტოსულები
დავეხეტებით ქალაქში და
დღითიდღე ვაჩვევთ
სხეულებს ღამეს,
რადგან ღამე
ლოთისაა
და თან პოეტის

ყველა პატრუქი იწვის რათა
სანთელი კრთოდეს
და ჩვენც ამიტომ
ვწერთ ლექსებს და 
ვკვდებით ყოველთვის

მაშინ, როდესაც წლები გავა
და შენც გამიგებ
რატომ მტანჯავდა სტროფები
და სული მეწვოდა 
დამნაშავე ვარ
რომ გტკიოდა 
ვერ გიმკურნალე,
ვწერდი ლექსებს და
ჩემს იარებს ვიმსუბუქებდი

ქუჩები კარგავს ტალანტებს 
და ღმერთია მოწმე
ჩვენ პოეტები, რომ
ყველაზე მარტოსულები
დავეხეტებით ქალაქში და 
დღითიდღე ვაჩვევთ
სხეულებს ღამეს,
რადგან ღამე
ლოთისაა
და თან პოეტის.

ე.მარღია

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2026

Facebook Telegram კონტაქტი