სხვა გზაც არ არის
ფურცლის ნაგლეჯზე ლექსებს რომ გიწერ არც წაგიკითხავს, ყველაფერი ისე დავხიე ვერ შემიყვარე ისეთივე, როგორიც ვარ ჩემი ლექსები, სიმახინჯე ვერ აიტანე ჭკუიდან შეგშლის სიმარტოვე ისეთია, ღმერთმა თუ იცის! გამოვიარეთ ჯოჯოხეთი ისევ იმავე ნაღველს და დარდებს დავატარებთ უწინ რომ გვჭირდა ვერ ვუმკურნალეთ ვწერდით და ვსვამდით ღამღამობით სხვების ჯინაზე ვცხოვრობთ ქალაქში მაგრამ ვერ ვიტანთ! თბილისს და თითქოს სხვა გზაც არ არის უნდა გავუძლოთ! ვერ ვუღალატებთ ობლად დარჩენილ სახლებს, ეზოებს სადაც მშობლები, დაბერებულან მოლოდინში მაგრამ არავინ, აღარ ბრუნდება!.. ისევ ისეა ყველაფერი როგორც ყოველთვის! ჩემი სიცოცხლეც გრანელივით დაისადგურებს ფურცლის ნაგლეჯზე ლექსებს რომ გიწერ არც წაგიკითხავს, ყველაფერი ისე დავხიე ვერ შემიყვარე ისეთივე, როგორიც ვარ ჩემი ლექსები, სიღარიბე ვერ აიტანე!..
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
0 კომენტარი