ვხედავ
ჩემს ნაიარევს ყოველდღე ვკვებავ ვერ დამიშავებთ მასზე უარეს რასაც ზურგს უკან მიკეთებს მოძმე შენ თუ კი ფიქრობ რასაც არ ვამბობ, მაგას ვერ ვხედავ ძალიან ცდებით! ამიტომ გავხდი ბოლო დროს ჩუმი ამიტომ აღარ ვკითხულობ ლექსებს რადგან იცოდე, ძალიან მიჭირს! ძალიან მიჭირს მივენდო ხელებს რომლებიც თხრიან უშავეს ორმოს ხელი გკრან, პირქვე ჩაეფლო ნეხვში რადგან როდესაც ტალახში წევხარ უფრო მარტივად გივლიან გულზე და გაძლევთ ნებას გათელოთ ხორცი დაჯიჯგნოთ ყორნებს მიუგდოთ ყველა ტკივილებიდან ყოველთვის ვსწავლობ გიბრუნებთ ვარდებს თუ ლოდებს მესვრით ოდესღაც, ვიცი ყველაფერს შევძლებ ზეცაში, ჩემი ლოცვებიც ესმით დამემოწმება ღმერთი, რომ ერთხელ ვევედრებოდი სხვებისთვის საშველს ჩემი სხეული ნაჯიჯგნი ხორცით აგდია თქვენი სულის ნაპირთან თქვენ გჩუქნით, ქონდეთ! ნიშნად იმისა, იქნება წარღვნა მაგრამ ყოველთვის! ციური მშვილდი შეცვლის ნაწვიმარს... ელენე მარღია
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
0 კომენტარი