შენს მხრებზე


შენს მხრებზე ჩემი დაღლილი თავი
ატარე დიდხანს, არ შემიძლია
გეჭიროს ხელი, როგორც კლავიშებს
უკრავენ ღამით და არსად მიდიან

ფიქრები, როცა შენ არც კი იცი
რა რიგ ძნელია, ხედავდე როგორ
გღალატობს იგი, ვისაც
ღალატი არ შეუძლია

და ამის მერე აზრი აქვს სევდას ?
და ამის შემდეგ რაღა აზრი აქვს?!
ძალიან გინდა! გარეთაც არ წვიმს  
ფოთლები ხიდან ეცემა ზეცას

შენს მხრებზე ჩემი დაღლილი სული
მივდივარ, უკან ვიტოვებ მერანს
ღმერთია მოწმე ათასჯერ ვცადე
წასვლა, რომ მეთქვა
წასვლითაც მაინც მოვდივარ შენთან

და სწორედ ვისაც ვიწამე და ვენდე
ყველამ ხანჯალი ჩამასო ზურგში
ამიტომ ჩემი დაღლილი თავი
დაეძებს მხრებზე  ბინას და სულში

როგორც კლავიშებს ბნელსა და ნათელს
რადგან იმედი სულ ბოლოს კვდება
უსამართლოა სიკვდილთან ბედი
ჩვენი ცხოვრებაც გრძელდება ასე
ვწერთ და ვერ ვიტანთ!
დღითიდღე ვკვდებით...

ელენე მარღია

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2026

Facebook Telegram კონტაქტი