სიმართლე სიცრუეა
წერენ და იცი? რომ გიჟდებიან რომ პოეტები წასვლას არჩევენ ჩემს სიგიჟეზე არასოდეს დამიწერია და აბსურდია ყველაფერი, რასაც აჩვევენ სიჩუმეს, მე კი დამიჯერე ამ სიჩუმეშიც როგორც სჩვევიათ სიყალბე და მედიდურობა წერენ და მერე ამაყობენ, როგორც უმეცრებს მათი სიმართლე სიცრუეა, უგუნურობა რადგან ძვირფასო, ყველაფერი, რასაც ამბობენ ოდესღაც თქმულა, დაწერილა, ასე უყვარდათ! მე სიყვარულიც უჩვეულო ვიცი, იცოდე ისეთი, ქვეყნად თვით ღმერთებსაც რომ არ უნახავთ დიახ, ვიცი და სწორედ ამიტომ მე წილად მერგო სიმარტოვე, როგორც ბეღურებს, სხვათა დარდების ნაყოფია ჩემი ტკივილი ჩემი ტკივილიც ისეთია, რომ ვერ გაუგებ და ყველაფერი საბოლოოდ მაინც ფუჭია რაც გასავლელი გვქონდა განვლიეთ ამ არყოფნაში დაგვავიწყდა, როგორ გვეცხოვრა ვიცოცხლეთ, მაგრამ ვერ ვიცხოვრეთ როგორც ღმერთს სურდა... ელენე მარღია
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
0 კომენტარი