იასამანებს


სევდისფერ თოვლი სულში ატანს იასამანებს
დეკემბერივით ცივი გახდა წელს ნოემბერი
ნეტა შემეძლოს ისე მაგრად ჩაგიკრა მკერდში.
შენი ყოველი ფეთქვა ვიგრძნო
შემეკვრას სუნთქვა.
და ისე მწარედ!.. მომენატრო,
გამახსენდე
და როგორც მაშინ იასამანებს გავაყოლო ყოველი დარდი.


გადამიბირე, დამამარცხე...
ყოველი მარცხი ისე მიყვარდა,
ისე მწამდა.
ახლაც ვმარცხდები სიცოცხლესთან
და იმას ვიმკი, რაც არ მიქნია, დამითესავს, არ მინატრია.
თუმცა ცხოვრება ფოთოლია დამჭკნარი ვერხვის
ნიავს აყოლილ ბევრის მთქმელი მუნჯი ფოთოლი.
ქარიშხალია ოკეანის ერთი წვეთივით, რომელიც გართმევს რაც კი გწამდა,
რაც კი გიყვარდა
ან კი უბრალოდ ნამი არის. გადაპენტილი არემარე, სევდისფერ ფიფქით.
იქნებ წვიმაა ყველა ცოდვის ჩამოსარეცხად 
ჩამოსაგლეჯად ყველა ნიღბის, რომელიც ღიმილს ასე მოჰგავს.
გადასარჩენად
და შენც ყოველ დღე იცვლი ნიღაბს, იმ კანში ძვრები, რაც კი მოგერგო, (რომელიც ყველაზე მეტად ფასობს),
სადაც არავინ არავის არ ჰგავს, რადგან სიცოცხლე ტკივილია! ღმერთით თუ ისე,
გამოგონილი დასასჯელად ადამიანის. ბეწო ღიმილის ცრემლებამდე გადასატანად.
და უჩვეულო, უჩვეულო გამოღვიძება ამ არაფრიდან
არაფერში გადასვლის მიზნით.

სევდისფერ ნისლი სულში ატანს იასამანებს
გადავივიწყებ ყველა სახეს
ჩემ წინ მორბენალს.
და თოვლიც მოვა
ისეთი თოვლი
გადამიბირებს, დამამარცხებს
მეორედ მომკლავს...


12.02.2019

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი