სიმღერა

გარეთ თოვდა გარეთ თოვდა თეთრდებოდა ქალაქი.
წასვლას მთხოვდა წასვლას მთხოვდა გაქცეული მავანი.
ქარი ქროდა ქარი ქროდა იბნეოდა ქაღალდი.
არ გამკურნავს არ გამკურნავს უსარგებლო წამალი.
არ მიყვარხარ არ გიყვარვარ დაამთავრეს კამათი.
გარეთ თოვდა გარეთ თოვდა თეთრდებოდა ქალქი.
შენთვის მქონდა, შენთვის მქონდა
შენი ფერის საათი
დროს მიჰქონდა დროს მიჰქონდა
თეთრდებოდა ქალაქი.

ქროდა ქარი ქროდა
იბნეოდა ქაღალდი
არ მახსოვდა, არ გახსოვდა
სიყვარულის ამბავი.
არ მიყვარხარ არ გიყვარვარ დაამთავრეს კამათი.
გარეთ თოვდა გარეთ თოვდა თეთრდებოდა ქალაქი...
კომენტარები (0)