ბოლო ხურდა


როცა ქვეყანას ასე უჭირს,
როცა ტირიან,
როცა ვალებით ამოვსებულ თავებს იხრჩობენ
შენ უსინდისოდ აუარე იქვე მათხოვარს და მილიონერს კაპიკები დაგნანებია,
მე კი უთქმელად გაბღენძილი დავიარები და მერიდება ბოლო ხურდა ვთხოვო მამაჩემს.
 
როცა თბილისი ასე  ,,ჰყვავის" თავის ელიტით, გაუფენია ცივ ქვაფენილს ბიჭი პატარა და ვერ გიშველით, რომც იაროთ ეკლესიაში, ეგ თქვენი ლოცვაც ცოდვა არის ვიდრე ტკივილი, ვიდრე ტირილი ამ უღმერთო ქუჩის გადაღმა, ვიდრე სინდისი ამ წყეულ კუჭს ვეღარ გამცდარი.

და არ გცოდნიათ სიყვარული, როგორც იუდას ოცდაათ ვერცხლად ღმერთს გაყიდით შეუბრალებლად.

და როგორ მინდა თავის მოკვლა... ახლა ვინ იცის!

იქნებ ეშველოს...
იქნებ მაგრამ...
მაგრამ არ ვიცი, სადაც ყოველდღე შური მეფობს, სადაც ომია
მე გაბღენძილი ქუჩა-ქუჩა დავიარები
და მეცოდება დანარჩენი, მე კი ჯანდაბას კიდევ ავიტან ამ ტკივილებს კიდევ სანამდის, ღმერთი არ მოვა!
ღმერთი არ მოვა!
ამ ტკივილებს შორს არ გაფანტავს.

მაგრამ თბილისი თავის ცოდვით ისე მართალი... ღმერთო რა გინდა?! თითქოს ის, რომ ადამიანი, ისე დამძიმდეს, ის გახმეს და ძირს დაეცეს, რომ ადგომისთვის ჩაუნერგო ძალა ახალი?
ჰმ.
დაგაგვიანდა, გვიანაა უკვე დაღამდა, ბნელმა მოიცვა არემარე და მეც ვინ იცის დავიარები გაბღენძილი სულის გადაღმა იქნებ მშიოდეს, იქნებ მკლავდნენ, იქნებ ტკივილი ისე მიჭერდეს თოკმოჭერილ ყელზე ძლიერად, რომ გაჩერდეს ეს წყეული, ჩართული კადრი და მეც დავტოვო ეს სამყარო სახით მომღიმარ.

როცა ქვეყანას ასე უჭირს,
როცა ტირიან,
როცა ვალებით ამოვსებულ თავებს იხრჩობენ
შენ უსინდისოდ აუარე იქვე მათხოვარს და მილიონერს კაპიკები დაგნანებია,
მე კი უთქმელად გაბღენძილი დავიარები და მერიდება ბოლო ხურდა ვთხოვო მამაჩემს. 

26.12.2018

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი