და ასე გაფრინდნენ თოლიები ..
და ასე გაფრინდნენ თოლიები. ათასჯერ ატკინეს წვიმამდე წინადვე ვიცოდი, დაბრუნების არ გსურდა, არ გწადდა თოლიე. ელვაა, ხეები ცოდვისგან ხმებიან ქრებიან ფოთლები, ტოტებს რომ ცრემლივით ჰკიდიან და ახლა გაფრენილ თოლიებს... დუმილიც რა რიგად მოგიხდა თოლიე. ქარია, მოგიტანს რამე ცუდს გაჰყვები ტალახით დატკეპნილ ნაკვალევს. გააფრენ! გაფრენილ თოლიებს... სიკვდილიც რა რიგად შეგშვენის თოლიე. დადუმდი, ჩამარხე თოვლივით. იმავე სიმკაცრით გათელე სინდისი, ინანებ თუ როგორ იბრძოდი იმათთვის, რომლებმაც ორ გროშად გაგყიდეს. თოვაა, ხეებზეც გროვდება ფიფქები. ჩამოთოვს, ათეთრებს ბილიკებს ტოტიდან გაფრენილ, მოწყენილ თოლიებს... მოსვლითაც რა რიგად მშორდები თოლიე. და ასე გაფრინდნე თოლიები. ქარია მოგიტანს რამე ცუდს უთუოდ ვიცოდი დაბრუნების არ გსურდა, არ გწადდა თოლიე... 18.11.18
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
© POETRY.GE 2013 - 2024
@ კონტაქტი
0 კომენტარი