სიყალბე
როდესაც დილიდან ყელში გაქვს ქალაქი. უთქმელად დახურავ ოთხივე ფანჯარას აურევ გიჟივით, დაწყობილი ქაღალდებს. და იქვე გაქრება სიჩუმის ზმანება. ბინძური ქალაქი თავისი ყველაფრით სიცრუით, ტკივილით, უგრძნობი ცრემლებით. და მკვდარი დავდივარ სულიდან სხეულში ჩამტყდარი ხიდივით და მახრჩობს! და მტკივა! და მცივა გაყინულ ჩიტივით... შიმშილი გამხმარი თვალების კიდეზე და ბრძოლა ათასგვარ ტკივილთან. ქალაქი თავისი სიყალბით ლამაზი... ვხარხარებ! ვხარხარებ! უაზროდ ვიცინი. მომბეზრდა! ყოველდღე დამცინავ კილოთი... თვალები, ყოველმხრივ უგრძნობი თვალები! ქალქი ბინძური თავისი ყველაფრით ლოთების ბოთლებით, მათხოვრის ხელებით, მეძავის სინდისით! მასაში გამქრალი ადამიანი... ტკივილი! ტკივილი! ტკივილი!.. და შური ელიტის ქალაქში ჩამკვდარი ნოტები კლასიკის სიმებზე. გამქრალი უფალი და მხოლოდ ჩივილი მარტივით არეულ ქალაქის ქუჩებზე. როდესაც დილიდან ყელში გაქვს ქალქი. უთქმელად დახურავ ოთხივე ფანჯარას აურევ გიჟივით, დაწყობილ ქაღალდებს და იქვე გაქრება სიჩუმის ზმანება. 23.10.18
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
© POETRY.GE 2013 - 2024
@ კონტაქტი
0 კომენტარი