არც ისე


ჩემი ლექსი არც ისე 
ლამაზი და ცნობილი
მელოდია სიტყვათა
ჰარმონიით შობილი
ქარი ისევ წაიღებს
სიმებს ქნართა ღელვაში
წაიღებს და
შეეშვი!
ქარში სევდას გაფანტავს
თუ კი ისევ, ერთხელაც, 
შემოდგომა დადგება
თუკი სულის ნაპირას 
ნეკერჩხალი იხარებს
ტოტებს, როგორც შენს ხელებს
ჩემი ფიქრის მორევში,
ცარიელი ქუჩების
ბნელ კუთხეში მიაბნევს
მაღალ კედლებს მიაყრის
ფოთლებს
სიმწუხარეში,

რომ შემეძლოს ტკივილებს
ჩემთვის შევინახავდი,
რომ შემეძლოს გშველოდე
ეს კედლები ვიქნები,
რომ ნაწვიმარ ხავსებზე
მოჭიდება შეგეძლოს...
ჩემი ლექსი არც ისეც 
ლამაზი და მართალი
თუ კი ეთხელ, ოდესმე
შემოდგომა დადგება,
თუ კი ნიღბებს სახისას
მოვიხსნით და დავმარხავთ
ღამე ისევ წაიღებს,
სიმებს ქნართა ღელვაში
წაიღებს და
შეეშვი!
სევდას ქარში გაფანტავს...

ე.მარღია

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2026

Facebook Telegram კონტაქტი