სინანული


მატარებელის ვაგონი მიდის,
მიდის და გულში მიტოვებს ნაღველს
გადამდგარი ვარ მწერვალზე ხიდის
სულში ჩავხედო საზარელ სიკვდილს
პატარა გოგო კიდესთან ხიდის ყიდის ყვავილებს ყიდის ნანობს,
ქარს გააყოლოს ყოველი დარდი
გააქროს სევდა, წუხილი, ბრაზი
ქარში გაფანტოს ის ყველა დაღი, რაც კი დაჰყვება, ამძიმებს, აცლის
ყოველგავრ ტკივილს ყვირის და ათოვს გადახრილ ხეებს, გადაღლილ ხელებს
ფოთოლი ცვივა და როგორც მაშინ...
არ შეძლებიათ ტკივილებს ფიქრი
არ შეძლებიათ ტკივილებს დარდი
პატარა გოგო კიდესთან ხიდის
ყიდის ყვავილებს, ყიდის და ნატრობს დაბრუნდებოდეს, რაც კი დავკარგეთ,
რაშიც უდაოდ მიგვიძღვის ბრალი 
არ შეგვძლებია გვეცხოვრა სევდით 
არ შეგვძლებია გვეცხოვრა მარტოს
და ამიტომაც ვისჯებით განცდით
ეს ყველაფერიც აღარ ჩაივლის...
ლოდინი იცდის, იცდის და ვიცი 
არ ჩამოივლის იგივე ბაქანს 
ვაგონი მიდის, მიდის და არ მწამს, 
რომ დაბრუნდება, რაც კი დავკარგეთ...

ე.მარღია
#პოეზია

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2026

Facebook Telegram კონტაქტი