უშენობა
ცვივა ფოთლები მე და შენ ვცეკვავთ წვიმაა გარეთ უშენოდ ცივა ეს უშენობა სევდით აღსავსე დარდივით მოაქვს დაბერილ ქარებს და გამალებით უკრავს როიალს ჩემი სხეული , ცივი ხელები აზრი დაკარგა დღეებმა, ღამემ არ წარმოვადგენ ახლა არაფერს... დავტოვებ ღია ჩამტვრეულ ფანჯრებს დაე სიცივემ სულში გასტანოს და ამ ცხოვრების გაჭიმულ ძაფზე ასე უბრალოდ თავს ჩამოვიხრჩობ... დიახ ძვირფასო, ყველაზე მეტად როცა ნოემბერს მოაქვს ტკივილი მატარებელის ვაგონებს მიაქვს ჩვენი ცხოვრება და სიყვარული ცვივა ფოთლები მე და შენ ვცეკვავთ გაუსაძლისად ყვირის ტკივილი ახლაც არ ვიცი შენს უშენობას როგორ გავუძლო? როგორ გადავრჩე? ... ე.მარღია
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
0 კომენტარი