რეალობა


აფერისტო ნაძირლებო,
სისხლის მსმელებო,
ბავშვის მკვლელებო
ეს ფურთხი თქვენ!

პოლიტიკურო არარაობებო,
გამოთაყვანებულო ,,პატრიოტებო'',გულრწფელო თვალთმაქცებო,
ურწმუნო მღვდლებო,
ქუჩის მეძავებო!
ეს ფურთხი თქვენ!

უგულო არარაობებო, 
უნამუსო კაცებო,
სოფლის ჭორიკნებო,
სამშობლოს გამყიდველებო
ეს ფურთხი თქვენ!

ქუჩის მათხოვრებო,
მაწანწალა ლოთებო,
დიპლომიანო ტაქსისტებო, 
,,ძველო ბიჭებო''
ეს სევდა თქვენ!

მშირეო ერო,
თავისუფლებისთვი მებრძოლო ხალხო, 
მოტყუებულებო,
დაჩაგრულებო
ეს სევდა თქვენ!

ნიჭიერო მოზარდებო,
ბეჯითო ბავშვებო,
სამშობლოს გმირებო,
ოფლიანო გლეხებო,
ხელოვანებო და პოეტებო...
მადლობა თქვენ!

და შენ 
გულნატკენო საქართველო, ნაჭრილოვებო ამირანო, გაუბრწყინველო იბერიავ, დაკარგულო აფხაზეთო,(გაქცეულო საქართველოვ საქართველოდან) ბოდიში! ბოდიში! შენ...

და მე...
რეალისტო პოეტო,
არაფრის მქნელო,
რაღაცის მთქმელო მწერალო,
აღარ მეკუთვნის ჩემი სული მე!
დაე მოირგოს საქართველომ. ამოისუნთქოს რათა ამოვყვე ერთ ყლუპ ჰაერს საქართველოსთვის
მე!..

ე.მარღია

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2026

Facebook Telegram კონტაქტი