შოორს მთებზე


შოორს მთებზე დათოვლილ
ჩვენი სივრცის გადაღმა
ღამე მშვიდი სიშავით
ფიფქებს სევდა გადააქვთ

ჰორიზოონტს ხაზებად
დაჰყოლილი ზოლები.
ხეებს ცრემლი დაწოლილ
ზამთარს ძალა აღარ აქვს

სახლი, ღმერთო! პატარა.
მთელი სივრცის გადავლას
დაღლილ სულებს, ხელებით
გათანგული სხეული
ჩვენს ნახატში გადაჰყავს.

შოორს მთებზე დათოვლილ
დაუმდგარი ზამთარი
ფოთლებს გზებზე გათოშილთ
სიმარტოვე გადააქვთ

მაგრამ მაინც სიკვდილი
დასასრული ტკივილის
ყველა ზომის ნიღაბებს
ვარგებთ სახეს პირაღმა.

მაგრამ მანიც ზამთარი
დასაწყისი სიცივის.
განურჩევლად დღეების
გამუდმებით გვტკივა და
გამუდმებით გვტკივა,
თუმც
გამუდმებით ვიცინით...

ე.მარღია
#პოეზია

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2026

Facebook Telegram კონტაქტი