ძველებურად
ათოვს აივნებს, ბუხარში ცეცხლი. უკრავს როიალს ცივი ხელები ისმის შოპენი, ფიქრები სწუხან... სიცარიელე მოსჩანს ფანჯრიდან დღეები გადის და ძველებურად არაფერია არავინ ათევს ღამეს მთვარიანს არავინ კვდება სიყვარულისთვის. დღეები გადის და ძველებურად არაფერია მე და შენც არ ვართ ის ვინც ვიყავით არ მთავრდებიან ტკივილები როგორ გავუძლო?! ათოვს აივნებს მე თოვლში ვცეკავ და დნება სევდა სველი ფიფქივით სხეულში ჩნდება შავი ნისლი სიმარტოვე სიცარიელე ათოვს აივნებს ბუხარში ცეცხლი უკრავს როიალს ცივი ხელები ისმის შოპენი, ფიქრები სწუხან ბორგავენ, სწუხან და დუმან ჩემში კვდებიან, დუმან... ე.მარღია
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
0 კომენტარი